ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

რაპიდში წარმატებით იასპარეზეს...

საუდის არაბეთში დასრულდა მსოფლიოს პირველობა  სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი სამი დღე გაგრძელდა და ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.პირველ სათამაშო დღეს (26 დეკემბერი) – 5 პარტია გაიმართა, მეორე დღეს (27 დეკემბერი) – VI-X ტური; მესამე დღე (28 დეკემბერი) – XI-XV ტური;

ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 2 000 000$ შეადგენდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია სწრაფ ჭადრაკში გამართული ჩემპიონატებისათვის. საპრიზო ფონდი დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდა I- XXX ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე.

ქალთა შორის ჩემპიონის წოდება ჩინელმა ჟუ ვენჟეუნმა მოიპოვა 15-დან 11,5 ქულით. მეორე ადგილზე გასულმა მისმა თანამემამულემ ლი ტინჯმა  11 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე 10,5 ქულით ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) გავიდა.  10-10 ქულით IV-VIII ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

IV - ბელა ხოტენაშვილი;

V  - პამ ლე ჩა ნგუენi (ვიეტნამი);

VI - ნანა ძაგნიძე;

VII- ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი);

აღსანიშნავია, რომ ბელა  მთელი ტურნირი ლიდერთა შორის იყო და საპრიზო სამეულისათვის იბრძოდა.

საპრიზო ფონდი (ქალები):

I ადგილი - 80 000$

II ადგილი - 40 000$

III ადგილი - 25 000$

IV ადგილი - 16 000$

V ადგილი - 13 000$

VI ადგილი - 12 000$

VII ადგილი - 10 000$

VIII ადგილი - 8 000$

IX ადგილი - 7 000$

X ადგილი - 6 000$ …. X X X ადგილი - 700$.

დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:

42-ე ადგილი -ლელა ჯავახიშვილი - 8 ქულა, 48.ნინო ბაციაშვილი - 7,5 ქულა, 56.სალომე მელია -7,5 ქულა,61.სოფიო გვეტაძე - 7 ქულა, 67.ინგა ჭარხალაშვილი - 7 ქულა,90.სოფიკო ხუხაშვილი - 6 ქულა.

ტექნიკური შედეგები

საპრიზო ფონდი:

I ადგილი - 250 000$

II ადგილი - 125 000$

III ადგილი - 75 000$

IV ადგილი - 50 000$

V ადგილი - 40 000$

VI ადგილი - 35000$

VII ადგილი - 30 000$

VIII ადგილი - 24 000$

IX ადგილი - 18 000$

X ადგილი - 15 000$ …. X X X ადგილი - 1000$.

ვაჟთა შორის 10,5 ქულა დააგროვეს, 1-3 ადგილები გაიყვეს და კოეფიციენტთა ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ:

I ადგილი - ვიში ანანდი (ინდოეთი;)

II ადგილი - ვლადიმირ  ფედოსეევი (რუსეთი)

III ადგილი - იან ნეპომნიაში (რუსეთი)

ქართველებიდან საუკეთესო შედეგი ლევან ფანცულაიამ აჩვენა და 9 ქულით   მე-19 ადგილზე გავიდა.44-ე ადგილი - ბაადურ ჯობავა - 8 ქულა; 47.გიგა ყუფარაძე - 8 ქულა; მიხეილ მჭედლიშვილი - 7,5 ქულა.

ტექნიკური შედეგები

 

დღეს  მონაწილეები ელვისებურ ჭადრაკში მოცდიან ძალებს. პირველი დღე (29 დეკემბერი) – I-XI ტური; მეორე დღე (30 დეკემბერი) – XII- XXI ტური.

 

დებულება(ქალები)

დებულება (ვაჟები)

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება

 

  • სათაური: რაპიდში წარმატებით იასპარეზეს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-12-2017 2:54 AM
  • Tags:
Top