
დიდი ანგარიშით - 3:1 გაიმარჯვეს ქართველმა ვაჟებმა რუმინელებთან შეხვედრაში!
გუნდს გამარჯვების ქულა ბაადურ ჯობავამ და ლევან ფანცულაიამ მოუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ზურაბ სტურუას კაპიტნობით III საპრიზო ადგილზე იმყოფება აშშ-სა და რუსეთის შემდეგ!
მომდევნო ტურში ჩვენი გუნდი უკრაინის ტიტულოვან გუნდს დაუპირისპირდება.
უკრაინის ნაკრები: 2-გზის (2004;2010) ოლიმპიური ჩემპიონი, 4-გზის (1996;1998;2000;2012) პრიზიორი; 2001 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და 4-გზის (1993;2011;2013;2015) პრიზიორი.
ჩვენ ნაკრებს ნამდვილად ურთულესი მატჩი ელით უძლიერეს მეტოქესთან.
იმედია, ჩვენი ვაჟები ჩვეული შემართებით იბრძოლებენ და ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ!
სამწუხაროდ, დღევანდელ ტურში ისევ წაიფორხილეს ჩვენმა ქალებმა. თუმცა, წინ 4 ტურია და საპრიზო სამეულთან ქულათა მინიმალური სხვაობაა. იმედია, ჩვენი 'ოქროს გოგონები' შეძლებენ სიტუაციის გამოსწორებას. VIII ტურში მათი მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება.
7 ტურის შემდეგ ქალთა ასპარეზობას 12-12 ქულით ლიდერობენ: რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი-I, აშშ და ჰოლანდია.
ქართველ მონაწილეთა შედეგები:
ქალები
ნანა ძაგნიძე - 4,5 (6)
ლელა ჯავახიშვილი - 4,5(6)
ბელა ხოტენაშვილი - 4(6)
ნინო ბაციაშვილი -5(6)
სალომე მელია - 2(4)
ვაჟები
ბაადურ ჯობავა - 5 (6)
მიხეილ მჭედლიშვილი- 2,5 (5)
ლევან ფანცულაია - 5,5 (7)
თამაზ გელაშვილი - 4 (6)
თორნიკე სანიკიძე - 3 (4).
ტექნიკური შედეგები:
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი - ზურაბ სტურუა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.
სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;
დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;
30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010) პრიზიორი.

- სათაური: რუმინეთიც დაჯაბნეს!
- ავტორი:
- თარიღი: 10-09-2016 5:40 AM
- Tags: