ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საზეიმოდ გაიხსნა...

ბაქოში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მსოფლიოს რიგით 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.

სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;

დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;

30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდი წინა სატურნირო რეიტინგ-სიაში  მე-4 ნომრადაა განთესილი -  ჩინეთის, უკრაინის და რუსეთის ნაკრები გუნდების შემდეგ.სულ ქალთა შორის შეჯიბრში 141 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე  მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით  4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010)  პრიზიორი.

ვაჟთა ასპარეზობაზე 180 გუნდი იასპარეზებს. ფავორიტთა ხუთეული: რუსეთი (გუნდის მონაწილეთა საშუალო რეიტინგი - 2760); აშშ (2747);ჩინეთი (2736); აზერბაიჯანი(2707); უკრაინა (2693); ჩვენი ვაჟები სატურნირო რეიტინგ-სიით მე-20 საფეხურზე იმყოფებიან.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და  კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

 

ოფიციალური  ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები:

ქალები; ვაჟები;

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;

  • სათაური: საზეიმოდ გაიხსნა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-09-2016 2:51 AM
  • Tags:
Top