ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საზეიმოდ გაიხსნა!

დღეს  ფუნიკულიორზე ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირი 28 სექტემბრამდე გასტანს და მასში მსოფლიოს 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იასპარეზებს. მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ტოპ-15 მოჭადრაკე.ასპარეზობას განსაკუთრებულ ინტერესს მსოფლიოს  მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის მონაწილეობა მატებს.მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა მოქმედი ჩემპიონის ასპარეზობის.

კარლსენის ხელში მყოფი ამ მინიატურული ქვევრის საშუალებით გაირკვა თუ  ვინ ითამაშებს პირველ ტურში თეთრებით

გარდა ამისა ტურნირში მონაწილეობენ მსოფლიოს ექსჩემპიონები:

ვიში ანანდი (ინდოეთი),

 ექსჩემპიონი ვიში ანანდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ნანა ალექსანდრიას  ყურადღებით უსმენს.

 

ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი)

ინტერვიუ მედიასთან მუქი სათვალის თანხლებით...

 

ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი  (ჩინეთი)

ჩინელ  ჩემპიონს, როგორც ყოველთვის დედა ახლავს...

 

საქართველოს სახელს ასპარეზობაზე 4 მოჭადრაკე დაიცავს:

ქართული ვაჟთა ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა,

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის ნანა ძაგნიძე,

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრები:

ლევან ფანცულაია

და  მიხეილ მჭედლიშვილი

საპატიო სტუმართა რანგში გახსნა ესწრებოდნენ:

 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,

ლატვიის ფინანსთა მინისტრი დანა რეიზნიცე 

დანა რეიზნიეცე (შუაში), ბელორუსიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ანასტასია სოროკინასა და ფიდეს საჭადრაკო ჟურნალისტთა კომისიის მდივან ანასტასია კარლოვიჩთან ერთად.

‘ფიდე'-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიოს მაკროპულოსი,

 

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი

ასპარეზობის მასპინძელი, 2003 წლის ვაჟთა შორის ევროპის  ჩემპიონატის გამარჯვებული დამსწრეებს  მანსპიძლის რანგში მიესალმა. 

ასპარეზობის წარმდგენი კომპანია ‘სოკარის’ გენერალური დირექტორი მაჰირ მამმედოვი

ლეგენდარულ ჩემპიონთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა.

 

საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნის მოსმენით გაიხსნა

 

გახსნის ცერემონია, საქართველოში პოპულარულ შოუმენ დუტა სხირტლაძეს მიჰყავდა.

დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია  ქართული ნაციონალური ბალეტის ‘სუხიშვილები’-ს  ცეკვამ

და ჯგუფ ‘ურსას’ სიმღერამ.

 

‘ყველაზე  ჭკვიანი’ჭადრაკში  მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და ‘ყველაზე ძლიერი’ ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე

უფროს  კოლეგებთან ერთად: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურა აზმაიფარაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად.

 

მთავარმა არბიტრმა  ტომაშ დელეგამ წილისყრის გასამართად  ტურნირის რეიტინგ-სიის ლიდერი მაგნუს კარლსენი მიიწვია. ნორვეგიელ ჩემპიონს ქართული ტრადიციული ქვევრის დახმარებით უნდა აერჩია თუ რომელი ფერით იასპარეზებდა პირველ სათამაშო დღეს.

ჩემპიონმა თეთრი ფერი გამოიცნო დ ამრიგად ყველა კენტი მონაწილე პირველ დღეს თეთრებით ითამაშებს.

 

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა ახალგაზრდა მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე  16 წლის ანტონ სმირნოვია (ავსტრალია; დაბ.2001წ.)

ასპარეზობის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის წარმატებულ მოსწავლე ილია კავკასიძესთან ერთად სასტუმრო 'ჰუალინგ პრეფერენსში'

ხოლო ყველაზე ასაკოვანი ბორის გელფანდი (ისრაელი;დაბ.1968წ.)

.

2013 წელს ნორვეგიის ტრომსოში გამართული მსოფლიო თასის ნახევარფინალისტ ევგენი ტომაშევსკისთან ერთად.

 

საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.
 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: საზეიმოდ გაიხსნა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-09-2017 4:57 AM
  • Tags:
Top