ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საიუბილეო ჩემპიონატის საზეიმო დახურვა

ჭადრაკის  სასახლეში  საქართველოს საიუბილეო 75-ე  ქალთა ჩემპიონატის საზეიმო დახურვა გაიმართა! აღსანიშნავია რომ ქვეყნის პირველობა ქალთა შორის პირველად  1935 წელს  ჩატარდა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენდა.

საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ:  ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურებით  და საგრანტო დანამატით სტიპენდიაზე.

I ადგილი - ნინო ბაციაშვილი;  

II- ბელა ხოტენაშვილი;

 III  - ლელა ჯავახიშვილი

ჩემპიონატის  დახურვას ქართული ჭადრაკის ლეგენდები: ნონა  გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი,  საქართველოს  კულტურისა და სპორტის  მინისტრი  მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე დაესწრნენ.

მონაწილეებს  მიესალმა და  წარმატებები უსურვა ნონა გაფრინდაშვილმა 

მინისტრმა ჭადრაკის სასახლე დაათვალიერა

...და თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია, სადაც მასპინძლობა აკადემიის დირექტორმა მარინა მილორავამ გაუწია.

ნონა და მაია, ელვისებურ ჭადრაკში გაეჯიბრნენ ერთმანეთს

‘ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი’

1997 წელს დიდი ისტორიული მოვლენა იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ‘ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის’ დაწესება. იგი ფიდემ შემოიღო ოლიმპიადის იმ მონაწილე ქვეყნისათვის, რომლის ვაჟთა და ქალთა გუნდები ქულათა ჯამით პირველ ადგილს დაიკავებდნენ.

ბოლო საჭადრაკო ოლიმპიადაზე  (ბაქო2016)  თასი უკრაინაში  გაემგზავრა. თასი ახლა ჩვენთანაა,  მისი წარდგენა თბილისით დაიწყება და ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.წარდგენაში მონაწილეობას ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები  მიიღებენ.

  • სათაური: საიუბილეო ჩემპიონატის საზეიმო დახურვა
  • ავტორი:
  • თარიღი: 26-02-2018 11:15 PM
  • Tags:
Top