ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სამეული გაირკვა!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ქალთა  73-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა.ვადამდე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა. თუმცა, დანარჩენი საპრიზო ადგილებისათვის უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა მიუხედავად ფრედ დასრულებული შეხვედრებისა. დასკვნით დღეს შედეგიანი სამი  პარტია იყო: ნინო ხურციძემ დამარცხა ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზე მყოფი მაია ლომინეიშვილი,ხოლო  სოფო ხუხაშვილმა ანა გავაშელთან მოგებით მეორეზე გადაინაცვლა. აგრეთვე გაიმარჯვა   სოფო გვეტაძემ ალექსანდრა ვახანიასთან პარტიაში. ფრედ პარტია დასრულა და უკეთესი ბუჰგოლცით მესამე საპრიზო ადგილზე სალომე მელია გავიდა.

 

დებულებით ჩემპიონატზე გათვალისწინებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

    I ადგილი    -  5 500 ლარი                                      
    II ადგილი   -   4 500 ლარი
    III ადგილი  -   3 500 ლარი          
    IV ადგილი  -   2 500 ლარი
    V ადგილი   -  1 500 ლარი.

 

გარდა ამისა, სამეულში  გასული მონაწილეები  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქალთა შორის.

 

პარტიები ანალიზით

ტექნიკური შედეგები

დებულება

ფოტოგალერეა

 

 

  • სათაური: სამეული გაირკვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-04-2016 10:19 PM
  • Tags:
Top