
საერთაშორისო დიდოსტატის,ბელა ხოტენაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატი. გამარჯვებული მთელი ტურნირი ლიდერობდა და თავისის თამაშით მეტოქეებს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა კონკურენციის.
ბელამ, დაუმარცხებლად განვლო შეჯიბრი, 5 პარტიაში გაიმარჯვა, 4 პარტია დაასრულა ფრედ და საკუთარ ელო-რეიტინგს 11,7 ქულა შემატა.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნინო ხურციძე, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი 5,5 ქულით სალომე მელიამ დაისაკუთრა.
პირველ სამეულში გასული მონაწილეეები იასპარეზებენ ლატვიის დედაქალაქ რიგაში (10-23 აპრილი) გასამართ ევროპის პირად ჩემპიონატზე ქალთა შორის.
ჩემპიონატში ასევე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
საპრიზო ფონდი:17 500 ლარი;
ადგ. პრიზი
I 5500 ლარი
II 4500 ლარი
III 3500 ლარი
IV 2500 ლარი
V 1500 ლარი
IX ტურის შეხვედრები:
არაბიძე 0 : 1 კუჭავა
მიქაძე 1/2: 1/2 ხომერიკი
გვეტაძე 1/2: 1/2 ხურციძე
ხუხაშვილი 1/2: 1/2 ხოტენაშვილი
წერეთელი 1/2: 1/2 მელია
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.ხოტენაშვილი - 7 ქულა;
2.ხურციძე - 6 ქულა;
3.მელია - 5,5 ქულა;
4.გვეტაძე - 5 ქულა;
5.წერეთელი - 4,5 ქულა;
6.არაბიძე - 4,5 ქულა;
7.ხომერიკი - 4 ქულა;
8.კუჭავა - 3,5 ქულა;
9.მიქაძე - 3 ქულა;
10.ხუხაშვილი - 2 ქულა.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

- სათაური: სამეული ევროპაზე იასპარეზებს!
- ავტორი:
- თარიღი: 20-03-2017 10:01 PM
- Tags: