ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში

საქართველოში ბელარუსის  პრეზიდენტის ალექსანდრე  ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში თბილისელი და მინსკელი მოზარდები (12 წლამდე ასაკის) დაუპირისპირდნენ. თბილისელ  მოჭადრაკეების სახელით იასპარეზეს: ნიკოლოზ დარსაძემ, დენიელ საფაროვმა, ალექსანდრე ყორღანაშვილმა და ანა მამარდაშვილმა.

ჩვენმა ბავშვებმა მშრალი ანგარიშით 8:0 დაამარცხეს ბელარუსი თანატოლები.

  • სათაური: სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-03-2018 1:09 AM
  • Tags:
Top