ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სამი ქართველი მერვედფინალში!

 

ირანში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გამოვლინდა მერვედფინალის ყველა მონაწილე.
ძირითად დროში გაინაღდა საგზური საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, დღეს კი დამატებით ტაი-ბრეიქებში 4 ქართველი მოჭადრაკე იბრძოდა მომდევნო წრის საგზურისათვის.

 ორმა მათგანმა: სოფიკო გურამიშვილმა და ნინო ხურციძემ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქეები. გურამიშვილმა - ნატალია ბუკსა, ხოლო ხურციძემ - ნინო ბაციაშვილი.
მერვედფინალში ნანა ძაგნიძე შეხვდება ჩინელ შენ იანგს, სოფიკო გურამიშვილი - ინდოელ ჰარიკა დრონავალის, ხოლო ნინო ხურციძის მეტოქე იქნება ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა.

მეთექვსმეტედფინალის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

გურამიშვილი - ბუკსა 4,5:3,5 ( 1:0, 0:1, 0,5:0,5, 0:1, 1:0, 0,5:0,5, 1:0)

მელია - სტეფანოვა 1,5:2,5 ( 0,5:0,5, 0,5:0,5, 0,5:0,5, 0:1)

ბაციაშვილი - ხურციძე 4:5 (0,5:0,5, 0,5:0,5, 1:0, 0:1, 0:1, 1:0, 0,5:0,5, 0,5:0,5, 0:1)

ძაგნიძე - ოლგა ზიმინა ( იტალია) 2:0 ( 1:0, 1:0)

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: სამი ქართველი მერვედფინალში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-02-2017 1:36 AM
  • Tags:
Top