ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სამძიმარი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართული საჭადრაკო ოჯახის გამორჩეული წევრის ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.

ნინო ხურციძე - მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის. 5 საჭადრაკო ოლიმპიადის, 3 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, 7 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი საკუთარ დაფაზე. საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის. საქართველოს თასის მფლობელი.

ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

საჭადრაკო ოჯახმა დიდი დანაკლისი განიცადა,  ღირსეული წევრი დაკარგა.

პანაშვიდი: 24-25 აპრილს 17.00 საათიდან.

მისამართი: რ. თაბუკაშვილის 41.

გამოსვენება: 26 აპრილს 15 .00 საათზე.

მისამართი: საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან.

  • სათაური: სამძიმარი
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-04-2018 12:53 AM
  • Tags:
Top