ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საპატიო მოქალაქედ აირჩიეს!

 მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჭადრაკში, გამოჩენილ სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ მ/წ/ 28 სექტემბრის №1552 ბრძანების თნახმად, ზუგდიდის საპატიო მოქალაქეს წოდება მიანიჭა და სიმბოლური გასაღები გადასცა.  

საზოგადოება ,,ზუგდიდელი"-ს ორგანიზებით, შეხვედრა გიმნაზია GG-ს დარბაზში გაიმართა და მას ადგილობრივი თვითმმართველობის, საჭადრაკო სფეროსა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ლეგენდარული მოჭადრაკისადმი მიძღვნილ საღამოზე კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი ის ფაქტი, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიამ, უკვე დაასრულა პროექტზე მუშაობა, რომლის თანახმადაც, უახლოეს ხანში ქალაქის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გაფართოვდება.

საზეიმო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა ქალაქის ანდრია დადიანის სახელობის სკვერში გადაინაცვლა, სადაც მან ნორჩ მოჭადრაკეებთან ამხანაგური ბლიც-პარტია ითამაშა.

წყარო

  • სათაური: საპატიო მოქალაქედ აირჩიეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-10-2017 2:20 AM
  • Tags:
Top