ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2016” (I ეტაპი) ბლიცში ქალთა შორის

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა 
                               
 16.03.2016 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

                                                            

1. მიზანი და ამოცანები:
   - საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
      - ბლიცში  საქართველოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.
2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი
     16.03.2016 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
3.  მონაწილენი:
     - ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი 
      ქალი,   ვისაც აქვს საერთაშორისო რეიტინგი.
      სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო 
     შესატანებს) გაიღებენ თვით მონაწილენი ან მათი მომავლინებელი ორგანიზაციები.
4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:
   ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.  
   თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
5.   თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების   
    დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1.    ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
2.    ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
3.    მოგებების რაოდენობით;
4.    პროგრესი (რეგრესით).
6.  კვალიფიკაცია:
      ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი ბლიცში.
7.  სატურნირო შესატანი: 5 ლარი. დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან  
     სატურნირო  შესატანისგან.
8.    ტურნირის განრიგი 
ტური    თარიღი    დრო
რეგისტრაცია    16 მარტი    1100 – 1400
გახსნა    16 მარტი    15.00
I    ტური    16 მარტი    15.00
II   ტური    16 მარტი    
III  ტური    16 მარტი    
IV   ტური    16 მარტი    
V    ტური    16 მარტი    
VI   ტური    16 მარტი    
VII  ტური    16 მარტი    
VIII ტური    16 მარტი    
IX   ტური    16 მარტი    
დახურვა    16 მარტი    

 

9.    პრიზები : საპრიზო ფონდია  500 ლარი (ბლიცი).
ადგილი    ქალები
 1    250
 2    150
 3    100
     
-   თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში საპრიზო ადგილები განაწილდება  
      კოეფიციენტით, მაგრამ  პრიზები გაიყოფა თანაბრად.
-     ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის    
       შესაბამისად.
10. საერთო წესები: 
     -  ტურის დაწყებიდან  3 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
         ჩაეთვლება წაგება. 
-  პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს    
     ჩაეთვლება წაგება.
-    ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება  გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. 
           პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის 
           დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

       რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.      ტელ: 2-99-77-36,       მობ:  5-58 11-86-83.
         
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი                             
                                               ზურაბ მიქაძე.        
 მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

  • სათაური: საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2016” (I ეტაპი) ბლიცში ქალთა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-03-2016 6:57 PM
  • Tags:
Top