ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს დელეგაციამ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა

ბაქოში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ქართულმა დელეგაციამ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ოფიციალურად ჩაიბარა.

ორი წლის შემდეგ საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ბაქოში იმყოფებოდა ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენი ზურაბ აზმიფარაშვილი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა იოსელიანი,  ტარიელ ხეჩიკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ აზად რაჰიმოვმა უმასპინძლა. მინისტრს შეხვედრა ჰქონდა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან კირსან ილუმჟინოვთან.

 

იხილე ვიდეო

 

  • სათაური: საქართველოს დელეგაციამ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-09-2016 2:00 AM
  • Tags:
Top