ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

                               

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

20.01-30.01.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.    მიზანი და ამოცანები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების 
 წევრობის კანდიდატად;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2017 წლის ევროპის  ვაჟთა   ჩემპიონატზე;                                   

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2018 წლის საქართველოს ვაჟთა   77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.                 
                  
2.    ჩატარების ვადები და ადგილი:
       ტურნირი ტარდება 2017 წლის 20 – 30 იანვარს, ქ. თბილისშიჭადრაკის სასახლეში.
3.    განრიგი:
          ტური             დღე            საათი
გახსნა და კენჭისყრა    20 იანვარი    13.00
I ტური    21 იანვარი    15.00
II ტური    22 იანვარი    15.00
III ტური      23 იანვარი    15.00
IV ტური     24 იანვარი    15.00
V ტური     25 იანვარი    15.00
დასვენების დღე    26 იანვარი    
VI ტური    27 იანვარი    15.00
VII ტური     28 იანვარი   15.00
VIII ტური     29 იანვარი  15.00
IX ტური    30 იანვარი    13.00
დახურვა    30 იანვარი    18.00
4.    სისტემა და დროის კონტროლი:
           ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.
           თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან 
           ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
5.    მონაწილენი: 
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
1.    საქართველოს ვაჟთა 75-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორს;
2.    საქართველოს 2016 წლის ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრებს (ოლიმპიადა);
3.    საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგიდან I-IV მოჭადრაკეს.
     ვაკანტური ადგილები შეივსება:
          ა) I ლიგიდან I-IV ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,
              I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით;
          ბ) უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,                                              
              ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა. 
              უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ     
             არაუგვიანეს 2016 წლის 19 დეკემბრისა.

 6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
 7.  ტაი-ბრეიკი:გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.
      თანაბარი ქულების შემთხვევაში: 
1.    ბერგერის კოეფიციენტი;
2.    მოგებების რაოდენობა;
3.    პირადი შეხვედრა.
 8.  გამარჯვებულნი:
 I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის 
            კანდიდატად;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2017 წლის ევროპის ვაჟთა 
            ჩემპიონატზე;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2018 წლის საქართველოს ვაჟთა                    
            77-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
9.  დაჯილდოვება:
 - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;
 I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
 I-IV ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

       საპრიზო ფონდი:

ადგ.    პრიზი
1.    6000 ლარი  + ფედერაციის გრანტი 1500 ლ. 
2.    5000 ლარი  + ფედერაციის გრანტი 1000 ლ. 
3.    4000 ლარი  + ფედერაციის გრანტი   500 ლ. 
4.    2500 ლარი
          
          პრიზები არ იყოფა.
          პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.                                                                          

10.  საერთო წესები: 
      - ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება  წაგება. 
      - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
       - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება 
          სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის 
          ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად  საქართველოს 
          ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების 
          შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის 
          მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
 11. მედია აქტივობები:
          ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ 
          დააკმაყოფილონ ორგანიზაციის თხოვნა (თუ ასეთი იქნება) და მიიღონ  მონაწილეობა მოკლე 
          ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ  ღონისძიებას, 
           მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა ოფიციალურ მიღებებს და იყვნენ  შესაბამისად ჩაცმულნი.
    
          ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.                                                         
          მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-01-2017 6:48 PM
  • Tags:
Top