ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგა

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

 25.11-04.12.2016 წ. ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე                            

1. მიზანი და ამოცანები:
  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  - საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2016 წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბერის ჩათვლით ქ. თბილისში, 
  ჭადრაკის სასახლეში. 
3. ტურნირის განრიგი:
          ტური              დღე             საათი
რეგისტრაცია     25 ნოემბერი    11.00 - 18.00
გახსნა    26 ნოემბერი        15.00
 I ტური    26 ნოემბერი     15.00
II ტური      27 ნოემბერი    15.00
III ტური      28 ნოემბერი    15.00
IV ტური     29 ნოემბერი    15.00
 V ტური      30 ნოემბერი    15.00
VI ტური      1 დეკემბერი    15.00
VII ტური      2 დეკემბერი    15.00
VIII ტური      3 დეკემბერი    15.00
IX ტური     4 დეკემბერი    15.00
დახურვა     4 დეკემბერი    20.00
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული 
  სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტიის 
  ბოლომდე. პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 
5. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან:
  -  მოჭადრაკეები რეიტინგით 2200 და ზევით (ფიდეს 01.11.2016 წ. რეიტინგ-სიით,აგრეთვე 
     WFM, WIM, WGM, FM,  IM,GM-წოდებიანები);
  -  2015 წლის I ლიგის შესარჩევი ტურნირიდან - 1-10 ადგილზე გასული მოჭადრაკეები; 
     (თუ I ლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვის I ლიგის შესარჩევი ტურნირიდან                  
     1-10 ადგილზე გასული მოჭადრაკე, მაშინ ეს უფლება ენიჭება მომდევნო ადგილზე 
     გასულს).
-    2016 წელს საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე (უმაღლესი ლიგა) 8,10,12 წ.წ. -I ადგილზე გასულები, ხოლო 14,16,18,20 წ.წ. - I-III ადგილზე გასულები.
-    2016 წელს რეგიონების ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.
     მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, 
     კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული ორგანიზაციები. 
     ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს, 
     რომელთაც გადახდილი აქვთ ფედერაციის 2016 წლის საწევრო.
  -  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით. 
6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
7. სატურნირო შესატანი: 20 ლარი. საერთაშორისო დიდოსტატები განთავისუფლდებიან   
   საწევრო შესატანისგან.

 8. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
    რაოდენობის მიხედვით.
    ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების   
    შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
  ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
  ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
        გ) მოგებების რაოდენობით;
        დ) პროგრესი (რეგრესით).  
9. საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:
   უმაღლესი ლიგა გაიმართება 2017 წელს, წრიული სისტემით. (უმაღლესი ლიგის 
   ჩატარების ვადებს და მონაწილეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს 
   ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა).
   უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ: 
     1. საქართველოს ვაჟთა 75–ე ჩემპიონატის 1–3 პრიზიორს;
     2. საქართველოს 2016 წლის ეროვნული ნაკრების წევრებს (მსოფლიო საჭადრაკო 
        ოლიმპიადა). 
     3. I ლიგის საუკეთესო 1-4 მოჭადრაკეს;
   ვაკანტური ადგილები შეივსება:
     ა) I ლიგიდან 1-4 ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,     
ვაკანტური ადგილი შეივსება I ლიგიდან   მომდევნო ადგილზე გასული     
მოჭადრაკით; 
     ბ) ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს 
 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.
10. საერთო წესები:
   -  ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
      ჩაეთვლება წაგება.
-    პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
-    ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან   15 წუთის განმავლობაში.

რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი                   
                        ზ. მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მ. თანდაშვილი

  

  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-11-2016 8:19 PM
  • Tags:
Top