ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი

    დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 01.11-10.11.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე;                    

1. მიზანი და ამოცანები:  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
   - საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგის მონაწილეთა გამოვლინება.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2016 წლის  1-10 ნოემბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში. 

3. ტურნირის განრიგი:

  ტური        დღე        საათი
რეგისტრაცია     1 ნოემბერი    11.00 - 18.00
გახსნა        2 ნოემბერი    15.00
I ტური       2 ნოემბერი    15.00
II ტური      3 ნოემბერი    15.00
III ტური     4 ნოემბერი    15.00
IV ტური     5 ნოემბერი    15.00
V ტური      6 ნოემბერი    15.00
VI ტური     7 ნოემბერი    15.00
VII ტური    8 ნოემბერი    15.00
VIII ტური   9 ნოემბერი    15.00
IX ტური და დახურვა    10 ნოემბერი    11.00

4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული 
   სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტიის 
   ბოლომდე, პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 

5. მონაწილენი: 
   ტურნირში დაიშვებიან ვაჟები და ქალები საქართველოს ყველა რეგიონიდან, 
   ფიდეს 01.10.2016 წ. რეიტინგ-სიით 2200-ზე დაბალი რეიტინგით და ურეიტინგონი.
   არ დაიშვებიან ვაჟთა I ლიგაში თამაშის უფლების მქონე (2200 და მეტი რეიტინგით, 
   აგრეთვე ჭFM,ჭIM,ჭGM, FM,  IM,GM-წოდებიანები) მოჭადრაკეები.
ტურნირში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2015 წლის საწევროს გადახდა.
   მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, 
   კვება, სატურნირო და საწევროს შესატანი) გაიღებენ რეგიონული ორგანიზაციები. 

6. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი დაითვლება.

7. სატურნირო შესატანი: 15 ლარი.

8. გამარჯვებულთა გამოვლენა: 
  გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.
  თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
  ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა)    ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ)    ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
   გ)  მოგებების რაოდენობით;
   დ)  პროგრესი (რეგრესით).    

9. საერთო წესები:
   -  ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
      ჩაეთვლება წაგება.
-    პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
-    ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

10. დაჯილდოვება:
   -  1-10 მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს 76-ე ჩემპიონატის I ლიგაში. 
   -  თუ მონაწილეთა რაოდენობა იქნება 30-ზე ნაკლები, I ლიგაში თამაშის 
      უფლებას მოიპოვებს 1-6 მოჭადრაკე.

      რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 
      ტურნირის დირექტორი: ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

      მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

 

  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-10-2016 8:16 PM
  • Tags:
Top