
A ღია ტურნირი - საქართველოს თასი - 2016
B ღია ტურნირი - ბ. გურგენიძის თასის VII გათამაშება
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
12.12-21.12.2016 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. მიზანი და ამოცანები:
- საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
- საქართველოს თასის და ბ. გურგენიძის თასის გამარჯვებულების გამოვლენა.
2. მონაწილენი: ჩატარდება 2 ტურნირი.
- A ღია ტურნირი - საქართველოს თასი-2016 (ფიდეს რეიტინგი 2001 და მეტი, ასევე ფიდეს
წოდებიანი მოჭადრაკეები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით);
- B ღია ტურნირი - ბ. გურგენიძის თასის VII გათამაშება (ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები,
ურეიტინგოები).
ტურნირებში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანებს)
გაიღებენ თვით მონაწილენი ან მათი მომავლინებელი ორგანიზაციები.
4. სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად.
თითოეულ მონაწილეს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ, 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის
დამატებით ყოველ სვლაზე.
კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით – SwissManager.
5. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის
მიხედვით. თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1 (უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი;
- მოგებების რაოდენობა;
- პროგრესი (რეგრესით).
6. კვალიფიკაცია: ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
7. სატურნირო შესატანი: A ღია ტურნირში - 40 ლარი. (დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან
სატურნირო შესატანისგან). B ღია ტურნირში: 20 ლარი.
8. ტურნირის განრიგი
ტური |
თარიღი |
A ღია ტურნირი და B ღია ტურნირი |
რეგისტრაცია |
12 დეკემბერი |
1100 – 1700 |
გახსნა |
13 დეკემბერი |
1500 |
I ტური |
13 დეკემბერი |
1500 |
II ტური |
14 დეკემბერი |
1500 |
III ტური |
15 დეკემბერი |
1500 |
IV ტური |
16 დეკემბერი |
1500 |
V ტური |
17 დეკემბერი |
1500 |
VI ტური |
18 დეკემბერი |
1500 |
VII ტური |
19 დეკემბერი |
1500 |
VIII ტური |
20 დეკემბერი |
1500 |
IX ტური |
21 დეკემბერი |
1100 |
დახურვა |
21 დეკემბერი |
1600 |
9. პრიზები: საპრიზო ფონდია 15 250 ლარი.
ტურნირი |
კატეგორია |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
sul |
A ღია ტურნირი (2001 და მეტი, ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები |
ვაჟები |
2500 |
1500 |
1250 |
700 |
500 |
400 |
300 |
200 |
7350 |
ქალები |
1200 |
800 |
600 |
400 |
200 |
|
|
3200 |
||
სენიორები (მამაკაცები) |
250 |
|
|
250 |
||||||
სენიორები (ქალები) |
250 |
|
|
250 |
||||||
B ღია ტურნირი (2000 და ნაკლები, ურეიტინგოები). |
ვაჟები |
1000 |
600 |
400 |
300 |
200 |
|
|
2500 |
|
ქალები |
700 |
500 |
300 |
|
|
1500 |
||||
სენიორები (მამაკაცები) |
100 |
|
|
100 |
||||||
სენიორები (ქალები) |
100 |
|
|
100 |
- I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ვაჟთა და ქალთა შორის გადაეცემათ თასი, მედლები და
დიპლომები.
- I I- I I I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ვაჟთა და ქალთა შორის გადაეცემათ მედლები და
დიპლომები.
- პრიზები არ გაიყოფა. თითოეული გამარჯვებული მიიღებს ერთ უმაღლეს პრიზს.
- თანაბარი პრიზის აღების შემთხვევაში ყველა მონაწილე მიიღებს პრიზს თავის ნომინაციაში.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის
შესაბამისად.
- . საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება
წაგება.
- პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის
დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის
დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან. ტელ: 2-99-77-36, მობ: 5-58 11 86 83.
ტურნირის დირექტორი: ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

- სათაური: საქართველოს თასის გათამაშება
- ავტორი:
- თარიღი: 18-11-2016 4:39 PM
- Tags: