ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი

დღეიდან, ლაგოდეხში სტარტს  აიღებს საქართველოს საკლუბო პირველობა.

 ჩემპიონატში  ქვეყნის  8 რეგიონის გუნდი  მონაწილეობს. ასპარეზობა წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით:ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე,   შემდეგ   30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 6 მონაწილით. I, II, III დაფა-მამაკაცთა; IV დაფა - ქალთა; V დაფა-20 წლამდე ჭაბუკი; VI  დაფა-20 წლამდე გოგონა (დაბადებულნი 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ). თითოეულ გუნდში დაიშვება მხოლოდ 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით. მოგება განისაზღვრება - 2 ქულით, წაგება - 0 ქულით, ფრე - 1 ქულით.

თაი – ბრეიქი: ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;ერთმანეთს შორის მატჩით;ზონნებორნ-ბერგერის სისტემით.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს.

გამარჯვებული გუნდი მიიღებს 15 000 ლარს, მეორე ადგილზე  გასული 10 000 ლარს,   მესამე ადგილზე გასული კი 5 000 ლარს.                                                    

ტექნიკურ შეხვედრაზე  გამართულ კენჭისყრაზე  მონაწილე  გუნდები შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.იმერეთი ‘ქუთაისი’

2.ქვემო ქართლი  ‘რუსთავი’

3.რაჭა -ლეჩხუმი ‘ამბროლაური’

4.აჭარა  ‘ნონა’

5.კახეთი კახეთი’

6.შიდა  ქართლი ‘გორი’

7.სამეგრელი-ზემო სვანეთი ‘სამეგრელო’

8.თბილისი ‘თბილისი’

თამაშები  ყოველდღე 15:00 საათზე  დაიწყება, გამონაკლისს მხოლოდ  25 და 28 სექტემბერი შეადგენს, ამ დღეებში ტური 11:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ტექნიკური  შედეგები

  • სათაური: საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-09-2016 12:55 PM
  • Tags:
Top