ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

28 ნოემბერი – 5 დეკემბერი 2017  წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. მიზანი და ამოცანები:
  • საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
  • საქართველოს უძლიერესი კლუბების გამოვლენა.
  • 2018 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.
  1. სისტემა და კვალიფიკაცია: ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, სისტემა და ტურების რაოდენობა განისაზღვრება მონაწილე გუნდების რაოდენობის მიხედვით.  

დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

  1. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
  2. მონაწილენი: ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ გუნდებს, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება 6 მონაწილით: 1,2,3,4 დაფა-მამაკაცთა, მე-5,მე-6 დაფა  ქალთა.

 ყველა გუნდი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული.

 თითოეულ გუნდში დაიშვება მხოლოდ 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

              გუნდის წინასწარი განაცხადის წარმოდგენისას შესაძლებელია ჩაწერილ იქნას თითო

              სათადარიგო მონაწილე (მამაკაცთა და ქალთა დაფებზე).

              ჩემპიონატის ტექნიკურ შეხვედრაზე (2017 წლის 28 ნოემბერი, 18.00 საათი)  წარმოდგენილ

              განაცხადში შეყვანილ უნდა იქნას გუნდის საბოლოო შემადგენლობა                                                

              (2017 წლის  20  ნოემბრამდე წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით), რომელიც აღარ

              შეიცვლება.

 სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.                  

  1.  გუნდის სატურნირო შესატანი: 100 ლარი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

              სს "თიბისი ბანკი"

              ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

              საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  1. რეგისტრაცია: რეგისტრაციისათვის კლუბებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  2. ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი.

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2017 წლის  20 ნოემბერი.  

  1. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით. მოგება განისაზღვრება - 2 ქულით, წაგება - 0 ქულით, ფრე - 1 ქულით.
  2. თაი – ბრეიქი: ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
  1. ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;
  2. ერთმანეთს შორის მატჩით;
  3.  ზონნებორნ-ბერგერის სისტემით.
  1. საპრიზო ფონდი და დაჯილდოვება:
  • ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს.
  • გუნდი მიიღებს 15 000 ლარს, მეორე ადგილზე  გასული 10 000 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 5 000 ლარს.                                                   

       საპრიზო ფონდი დაიბეგრება საქართველოში არსებული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

              

  • I ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება გარდამავალი თასით. 
  • I – III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • I ადგილზე გასულ გუნდს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე.
  1. საერთო წესები:

        -   30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება არ შეიძლება.

              -   ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება

                   წაგება.

              -   მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში

                   გათვალისწინებულია  სანქციები.

              -    ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება

                    სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის   

                    გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად

                    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის

                    დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს

                    სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

 

ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:

დათო კოდუა - მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com   

 

                     რეგისტრაცია: მარგალიტა თანდაშვილთან

                     ელ.ფოსტა:  mtandashvili@yahoo.com  

                     ტელ: 2-98-27-47   მობ: 5-99 23-42-12 , 5-99 50-42-12

                               

        ტურნირის დირექტორი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

         მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი. 

  

           

 

  • სათაური: საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-10-2017 1:17 PM
  • Tags:
Top