ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი

 
დ ე ბ უ ლ ე ბ ა 
                 
08.01-15.01. 2018 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
 
1. ჩატარების დრო და ადგილი: 
   08.01-15.01.2018 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.  
2. ჩატარების სისტემა: ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით,              
  7 ტურად. (აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას   
  განსაზღვრავს ორგანიზატორი).                                                         
3. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. 
პარტიის ბოლომდე,   ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 
4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 
წევრი კაცები და ქალები 1969 წლის 1 იანვრამდე დაბადებულნი.
მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: 
  - გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.
  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
   გ) მოგებების რაოდენობით;
   დ) პროგრესი (რეგრესით).    
7. ტურნირის განრიგი:
ტური       დღე        საათი
რეგისტრაცია   8 იანვარი 11.00-18.00
გახსნა 9 იანვარი 1500
I  I    9 იანვარი 1500
I  II    10 იანვარი 1500
I  III    11 იანვარი 1500
   IV    12 იანვარი 1500
  V 13 იანვარი 1500
   VI 14 იანვარი 1500
  VII 15 იანვარი 1100
დახურვა 15 იანვარი
ორგანიზატორი უფლებამოსილია მოახდინოს ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება.
 
8. პრიზები: საპრიზო ფონდია - 1000 ლარი. 
ადგილი კაცები
 1 500
 2 300
 3 200
  - პრიზები არ გაიყოფა. 
  - ყველა პრიზი დაიბეგრება საქრთველოში მოქმედი ფინანსური 
   კანონმდებლობის შესაბამისად.     
9. დაჯილდოება: 
    - I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს მსოფლიო სენიორთა 
      ჩემპიონატის საგზურს. 
    - I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაშვებულ იქნებიან საქართველოს 
      78-ე ჩემპიონატის I ლიგაში.
    - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და 
      დიპლომით. 
    - II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და 
      დიპლომებით.
     10. საერთო წესები:
   - ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში 
     მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
   - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის  
    გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება 
    გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად 
    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც 
    პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.   
    პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ 
    დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.     
    
      ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ 
      საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიის ღონისძიებათა კომისიის სამდივნოს: 
      დათო კოდუა – მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com    
 
  რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,  მობ:  5-58 11 86 83. 
 
  ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 
                           ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე
    მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი სალომე სირაძე
  • სათაური: საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-12-2017 6:04 PM
  • Tags:
Top