ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს სენიორ ქალთა ჩემპიონატი

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

                 

1. ჩატარების დრო და ადგილი:

     10.01-17.01. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე. 

2. ჩატარების სისტემა: ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით           

  7 ტურად. მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით (მცირე რაოდენობის

  შემთხვევაში  -  წრიული სისტემით, ტურნირის ორგანიზატორის

  გადაწყვეტილებით). 

3. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ.

  პარტიის ბოლომდე,   ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

  წევრი მოჭადრაკე ქალები 1968 წლის 1 იანვრამდე დაბადებულნი.

 მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა,

 დაბინავება, კვება) გაიღებენ რეგიონული ორგანიზაციები.

5. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება.

 6. გამარჯვებულთა გამოვლენა:

  - გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.

  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის

    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

ა)   ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

ბ)   ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);  

 გ) მოგებების რაოდენობით;

 დ) პროგრესი (რეგრესით).  

 

7. ტურნირის განრიგი:

             ტური             დღე        საათი

რეგისტრაცია     10 იანვარი          11.00-18.00

   გახსნა                11 იანვარი           15.00

I  I           11 იანვარი           15.00

I  II         12 იანვარი           15.00

I  III       13 იანვარი            15.00

   IV        14 იანვარი           15.00

  V           15 იანვარი          15.00

   VI        16 იანვარი           15.00

  VII        17 იანვარი           11.00

დახურვა              17 იანვარი           15.00

8. პრიზები: საპრიზო ფონდია - 1000 ლარი.

ადგილი               ქალები

 1             500

 2             300

 3             200

   - პრიზები არ გაიყოფა.

   - ყველა პრიზი დაიბეგრება საქრთველოში მოქმედი ფინანსური

     კანონმდებლობის შესაბამისად.    

9. დაჯილდოება:

   - I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ შესაბამისად მსოფლიოსა

     და ევროპის სენიორ ქალთა ჩემპიონატების საგზურებს. საქართველოს

     ჩემპიონს ეძლევა საგზურის არჩევის უფლება.

   - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით.

   - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და

     დიპლომებით.

     10. საერთო წესები:

   - ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში

     მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

   - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს

     ჩაეთვლება წაგება.

   - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის 

     გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

     გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად

     საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც

     პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი

     განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან          

     15 წუთის განმავლობაში.                   

 

     რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,  მობ:  5-58 11 86 83.

     ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.                      

     მთავარი მსაჯი: სალომე სირაძე.

  • სათაური: საქართველოს სენიორ ქალთა ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-12-2016 11:21 AM
  • Tags:
Top