ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატი

 საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
               

24.03-05.04.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ჩემპიონატის მიზანი და ამოცანები:
  - 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების 
      წევრობის კანდიდატად.
  - 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2016 წლის ევროპის            
    ქალთა ჩემპიონატზე; 
  - 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2017 წლის საქართველოს 
   ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

2.  ჩემპიონატის ჩატარების ვადები და ადგილი:
   ტურნირი ტარდება 2015 წლის 24 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, ქ. თბილისში 
   ჭადრაკის სასახლეში).

3. ჩემპიონატის განრიგი:
ტური              დღე             საათი
გახსნა და კენჭისყრა    24 მარტი    13.00
I ტური    25 მარტი    15.00
II ტური      26 მარტი    15.00
III ტური      27 მარტი    15.00
IV ტური     28 მარტი    15.00
V ტური      29 მარტი    15.00
VI ტური     30 მარტი    15.00
დასვენების დღე    31 მარტი    
VII ტური     1 აპრილი    15.00
VIII ტური     2 აპრილი    15.00
IX ტური    3 აპრილი    15.00
X ტური    4 აპრილი    15.00
XI ტური    5 აპრილი    13.00
დახურვა    5 აპრილი    18.00

4. სისტემა და დროის კონტროლი:
  ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 12 მონაწილეს შორის.  
  თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტიის ბოლომდე,                    
  პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით. 

5. მონაწილენი: 
  უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ: 
     1. საქართველოს  72–ე ჩემპიონატის 1–3 პრიზიორს;
     2. საქართველოს 2015 წლის ეროვნული ნაკრების წევრებს (ევროპის და მსოფლიოს 
       გუნდური ჩემპიონატები);
     3. საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატის I ლიგიდან 1-5 მოჭადრაკეს.
   ვაკანტური ადგილები შეივსება:
     ა) I ლიგიდან 1-5 ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,     
  ვაკანტური ადგილი შეივსება I ლიგიდან   მომდევნო ადგილზე გასული     
  მოჭადრაკით; 
     ბ) უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, 
        ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს ფედერაციის გამგეობა (განხილვისას 
        პრიორიტეტი მიენიჭება მოჭადრაკეს, რომელმაც იასპარეზა I ლიგაში);
    უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ 
    არაუგვიანეს 2016 წლის 1 მარტისა.    

  
  6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი. 

 7. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
   რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
        1. ბერგერის კოეფიციენტი;
        2. მოგებების რაოდენობა;
        3. პირადი შეხვედრა.
 8. გამარჯვებულნი: 
    – 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების 
      წევრობის კანდიდატად.
    – 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2016 წლის ევროპის             
      ქალთა ჩემპიონატზე;
    – 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2017 წლის საქართველოს 
      ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
9. დაჯილდოება: 
    - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით;
    - II–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით  და 
           დიპლომებით;
I – V ადგილზე გასულები - ფულადი პრიზებით.
      საპრიზო ფონდი: 
    I ადგილი    -  5 500 ლარი                                      
    II ადგილი   -   4 500 ლარი
    III ადგილი  -   3 500 ლარი          
    IV ადგილი  -   2 500 ლარი
    V ადგილი   -  1 500 ლარი
      პრიზები არ იყოფა. 
   პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.      

10. საერთო წესები:
   - ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
     ჩაეთვლება წაგება.
-    პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
-    ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

 11. მედია აქტივობები:
    - დაუყოვნებლივ, ყოველი პარტიის შემდეგ ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი 
      არიან დააკმაყოფილონ ორგანიზაციის თხოვნა (თუ ასეთი იქნება) და მიიღონ 
      მონაწილეობა მოკლე ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ 
      ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა 
      ოფიციალურ მიღებებს და იყვნენ შესაბამისად ჩაცმულნი.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი                   
                        ზ. მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მ. თანდაშვილი

  • სათაური: საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-03-2016 6:46 PM
  • Tags:
Top