ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის I ლიგა

  დ ე ბ უ ლ ე ბ ა

15.11-24.11.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                    

1. მიზანი და ამოცანები:
  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  - საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა     
    შერჩევა.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2016 წლის 15-24 ნოემბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში. 
3. ტურნირის განრიგი:
          ტური              დღე             საათი
რეგისტრაცია     15 ნოემბერი    11.00 - 18.00
გახსნა    16 ნოემბერი    15.00
I ტური    16 ნოემბერი    15.00
II ტური      17 ნოემბერი    15.00
III ტური      18 ნოემბერი    15.00
IV ტური     19 ნოემბერი    15.00
V ტური      20 ნოემბერი    15.00
VI ტური     21 ნოემბერი    15.00
VII ტური     22 ნოემბერი    15.00
VIII ტური     23 ნოემბერი    15.00
IX ტური    24 ნოემბერი    11.00
დახურვა    24 ნოემბერი    16.00
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, 
  შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, 
  შემდეგ 30 წთ. პარტიის ბოლომდე. პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 
  30 წამის დამატებით. 
5. მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის 
  ფედერაციის წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ ფედერაციის 2016 წლის საწევრო.
  მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა,    
  დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანი) გაიღებენ რეგიონული 
 ორგანიზაციები. 
6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
7. სატურნირო შესატანი: 20 ლარი. საერთაშორისო დიდოსტატები განთავისუფლებული   
  არიან სატურნირო შესატანიდან.
8. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
  რაოდენობის მიხედვით.
  ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების   
  შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა)    ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ)    ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
   გ) მოგებების რაოდენობით;
   დ) პროგრესი (რეგრესით).   

9. საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:
   უმაღლესი ლიგა გაიმართება 2017 წელს, წრიული სისტემით. (უმაღლესი ლიგის 
   ჩატარების ვადებს და მონაწილეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს 
   ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა).
   უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ: 
     1. საქართველოს ქალთა 73–ე ჩემპიონატის 1–3 პრიზიორს;
     2. საქართველოს 2016 წლის ეროვნული ნაკრების წევრებს (მსოფლიო საჭადრაკო 
        ოლიმპიადა). 
     3. I ლიგის საუკეთესო 1-5 მოჭადრაკეს;
     4. 2016 წლის ევროპის ჩემპიონს 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
   ვაკანტური ადგილები შეივსება:
     ა) I ლიგიდან 1-5 ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,     
  ვაკანტური ადგილი შეივსება I ლიგიდან   მომდევნო ადგილზე გასული     
  მოჭადრაკით; 
     ბ) უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, 
        ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს ფედერაციის გამგეობა.                                      

10. საერთო წესები:
   -  ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
      ჩაეთვლება წაგება.
-    პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
-    ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი                   
                        ზ. მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მ. თანდაშვილი

  • სათაური: საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის I ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-11-2016 8:12 PM
  • Tags:
Top