GCF's picture
საქართველოს ჩემპიონატი

სოჭში  საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური  პირველობა.

გასხნის  ფოტოგალერეა იხილეთ

მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატში  ოლიმპიურისისტემით  64 საჭადრაკო სამყაროს უძლიერესი ქალი შეეჯიბრება ერთმანეთს.

პირველი ტური 17 მარტის 15.00 საათზე დაიწყება ადგილობრივი დროით.

პარტიების პირდაპირი  ჩვენება იხილეთ

მონაწილეები შემდეგი დროის კონტროლით იასპარეზებენ: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე და შემდეგ, 30 წუთი პარტიის დასასრულამდე; 30-წამიანი დამატებით  პირველივე სვლიდან.მინი-მატჩებს 2 კლასიკური პარტია გათამაშდება. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულს ტაი-ბრეიქებზე  გაირკვევა.

 

ტაი-ბრეიქი:  ორი პარტია - 25 წუთს+10 წამი პირველივე სვლიდან; თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში კიდევ 2 პარტია 10წთ. +10 წმ.; თანაბარ ანგარიშზე ისევ 2 პარტია ემატება 5 წთ.+3 წმ.  თუ კიდევ თანაბარი ანგარიში შენარჩუნდა, მერე უკვე ‘არმაგედონი’ ( თეთრებს 5 წუთი, შავებს 4 წუთი +3 წმ.ყაიმზე შავები იმარჯვებენ) გამოავლენს გამარჯვებულს

 

 

საქართველოს ღირსებას  სამყაროს უძლირეს ქალთა  შეჯიბრში  დაიცავენ:

 

 

1.ბელა ხოტენაშვილი (2513)

 

2.ლელა ჯავახიშვილი (2481)

 

3.სალომე მელია        (2459)

 

4.ნინო ხურციძე        (2457)

 

5.მერი  არაბიძე        (2374)

 

6.სოფიკო გურამიშვილი (2367)

 

 

 

სამწუხაროდ, პირველ წრეში  ორ ქართველ  მოჭადრაკეს: ჯავახიშვილს და  გურამიშვილს   მოუწევსერთმანეთთან   თამაში.

 

ხურციძე  (2457) - ეკატერინა  კოვალევსკაია (რუსეთი; 2438);

 

მელია       (2459)  - სუკანდარ  ხარისმა (ინდონეზია; 2415)

 

არაბიძე  (2374) -  ელიზაბეტ პეტცი (გერმანია; 2479)

 

ხოტენაშვილი (2513) - კუბრა ოზთურქი (თურქეთი; 2284).

 

ჯავახიშვილი (2481) - გურამიშვილი (2367)

 

მონაწილეთა  შეხვედრების ბადე:

სატურნირო  განრიგი:

 

 

პირველი წრე (64 მონაწილე) :  17-18 მარტი  -  მინი-მატჩის 2 პარტია, 19 მარტი - ტაიბრეიქი;

 

მეორე წრე (32 მონაწილე)  :  20-21 მარტი - მინი-მატჩის 2 პარტია, 22 მარტი - ტაიბრეიქი;

 

მესამე წრე (16 მონაწილე)  :  23-24 მარტი - მინი-მატჩის 2 პარტია, 25 მარტი - ტაიბრეიქი;

 

მეოთხე წრე (8 მონაწილე)  :  26-27 მარტი - მინი-მატჩის 2 პარტია, 28 მარტი - ტაიბრეიქი;

 

მეხუთე წრე (4 მონაწილე)  :  29-30 მარტი - მინი-მატჩის 2პ არტია, 31 მარტი - ტაიბრეიქი;

დასვენების დღეს  1 აპრილი, ფინალური მატჩის წინ.

 

მეექვსე წრე - ფინალი (2 მონაწილე): 2-5 აპრილი მინი-მატჩის 4 პარტია, 6 აპრილი - ტაიბრეიქი; 7 აპრილი- მსოფლიოს ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიალი.

 

 

 

 მსოფლიოს ჩემპიონატის  ოფიციალური   ვებგვერდი

tournament-afisha: 
picture ქალთა მსოფლიო ჩემპინატი
Top