ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის აღმოსავლეთ ზონის პირველი ლიგა

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა  

3-10 მარტი  2017 წ.   ქ. თბილისი

1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

    რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  

    ორგანიზატორი.

2. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ              

  1. წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

3. მონაწილენი:

    ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

    8 წლამდე -  2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    10 წლამდე -  2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    12 წლამდე -  2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის

    საწევროს გადახდა. 

    სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2017 წლის  28 თებერვლის 18.00 საათამდე:

 

სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com     მობ:  555 54 09 91

მარგალიტა თანდაშვილი - ელ-ფოსტა - mtandashvili@yahoo.com   მობ: 599 23 42 12

 

        საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

         სს "თიბისი ბანკი"

         ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

         საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

 

        -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2017 წლის  28 თებერვლის 18.00 საათი.

        -  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და

           მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან).

        -  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი.

        - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

          დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

5. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

    შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. პირადი შეხვედრა;
  4. მოგებების რაოდენობით;
  5. პროგრესი (რეგრესით).

 

6. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

3 მარტი

პარასკევი

 

გახსნა

4 მარტი

შაბათი

15:00

I     ტური

4 მარტი

შაბათი

15:00

II    ტური

5 მარტი

კვირა

15:00

III   ტური

6 მარტი

ორშაბათი

15:00

IV   ტური

7 მარტი

სამშაბათი

15:00

V    ტური

8 მარტი

ოთხშაბათი

15:00

VI   ტური

9 მარტი

ხუთშაბათი

15:00

VII   ტური

10 მარტი

პარასკევი

11:00

დახურვა

10 მარტი

პარასკევი

16:00

 

     მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების                     

     დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.

7. საერთო წესები:

  - ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო

    კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციაში       

გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

    პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის

    განმავლობაში.

8. გამარჯვებულები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

   - II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.  

  - თითოეულ ტურნირში I–V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის უმაღლესი

     ლიგის საგზურებს. 

ტურნირის დირექტორი – საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

 

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის აღმოსავლეთ ზონის პირველი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-02-2017 7:42 PM
  • Tags:
Top