ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა          

3-10 მარტი  2017 წ.   ქ. ფოთი

1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

    რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  

    ორგანიზატორი.

2. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ              

  1. წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

3. მონაწილენი:

    ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

    8 წლამდე -  2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    10 წლამდე -  2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    12 წლამდე -  2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის

    საწევროს გადახდა. 

    სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2017 წლის  28 თებერვლის 18.00 საათამდე:

დათო კოდუა - ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com   მობ: 593600911. 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის და შაშის ფედერაცია.

საინდ. კოდი - 415082378.

სს პროკრედიტ ბანკი.

ბანკის კოდი 220101922.

                      ანგ. # GE19PC0403600100005205

 

         -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2017 წლის  28 თებერვლის 18.00 საათი.

        -  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და

           მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან).

        -  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი.

        - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

          დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

5. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

    შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. პირადი შეხვედრა;
  4. მოგებების რაოდენობით;
  5. პროგრესი (რეგრესით).

 

6. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

3 მარტი

პარასკევი

 

გახსნა

4 მარტი

შაბათი

15:00

I     ტური

4 მარტი

შაბათი

15:00

II    ტური

5 მარტი

კვირა

15:00

III   ტური

6 მარტი

ორშაბათი

15:00

IV   ტური

7 მარტი

სამშაბათი

15:00

V    ტური

8 მარტი

ოთხშაბათი

15:00

VI   ტური

9 მარტი

ხუთშაბათი

15:00

VII   ტური

10 მარტი

პარასკევი

11:00

დახურვა

10 მარტი

პარასკევი

16:00

 

     მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების                     

     დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.

7. საერთო წესები:

  - ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო

    კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 

ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

უკან დაუბრუნდება.

    პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის

    განმავლობაში.

8. გამარჯვებულები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

   - II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.  

  - თითოეულ ტურნირში I–V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის უმაღლესი

     ლიგის საგზურებს. 

ტურნირის დირექტორი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გერმანე სალია 

მთავარი მსაჯი – ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი, საერთაშორისო არბიტრი - დათო კოდუა.

   

 

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-02-2017 7:43 PM
  • Tags:
Top