ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი - U12

                                                  დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა       

                 

 საქართველოს  ჩემპიონატი 12  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

                                                                   4-13 მაისი  2016  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

                                                                                     

 

  1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.  
  2. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
  3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი  ჭაბუკები და გოგონები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
  • 2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ათეულში მოხვედრილი შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეები;
  • 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატში 1–3 ადგილზე გასული შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეები;
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით – მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში;
  • საქართველოს 2016 წლის 12 წლამდე ჩემპიონატის პირველი ლიგიდან – 10 მოჭადრაკე;

-       საქართველოს 2016 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან ადგილები მიეცემათ:

        3–3 ადგილი  ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს,  2–2   ადგილი აჭარის ა/რ,  სამეგრელოს,                                 

        ქვემო-ქართლის და კახეთის რეგიონს, დანარჩენ რეგიონებს 1–1 ადგილი.

        ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ რეგიონებს ყოველ 10 მონაწილეზე 1 მოჭადრაკე, შესაბამისად

        15 – 20 მონაწილეზე 2 ადგილი; 25 – 30 მონაწილეზე 3 ადგილი;  35 – 40 მონაწილეზე 4 ადგილი  და ა.შ. 

          ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ  დაბადების   

          მოწმობის  ასლი. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ასევე სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის  

         ფედერაციის 2016 წლის საწევროს გადახდა. 

         სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

  1. სატურნირო შესატანი: 20 ლარი.(სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი

არიან სატურნირო შესატანიდან).

  •                      შესატანი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის შემდეგ ანგარიშზე:  

                    ააიპ "საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია"

                    საიდენტიფიკაციო კოდი - 203845385

                    სს "თიბისი ბანკი" 

  •                      ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL; 

                    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22.

                    რეგისტრაციისას  საჭიროა გადახდის დამადასტურებელი საბუთის, დაბადების მოწმობის ასლის

                    წარმოდგენა.   სოციალურად დაუცველებმა და მრავალშვლიანებმა უნდა წარმოადგინონ  თავიანთი

                    მდგომარეობის  დამადასტურებელი საბუთი და დაბადების მოწმობის ასლი.

  •                      საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2016 წლის საწევროს გადახდა.                     

                    სამივლინო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

         5. თაი- ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების 

             შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1.              . ბუჰგოლცი -1(1 უდაბლესის გამოკლებით);
  2.              . ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3.                         . პირადი შეხვედრა;

                       4. მოგების რაოდენობით;

                       5. პროგრესი (რეგრესი).

                       6. ტურნირის განრიგი:  

პირველი ტური - მერვე ტურის ჩათვლით დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო დასკვნითი მეცხრე - 11:00 საათზე.

 7. საერთო წესები:

                  -  ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.                              

                  -  პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

                  -  ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო  

                     კომიტეტში,რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე .

                     მონაწლე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

                     გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. 

                     პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის  

                     განმავლობაში.

                              8. გამარჯვებულები:

                      -    I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით,მედლებით, დიპლომებით და 

  1.  ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
  • II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და    
  1. ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
  • III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და                      
  1. რიანი ფასიანი ვაუჩერით.
  •  I ადგილზე გასული  მოჭადრაკეები მოიპოვებენ  12  წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიო 

                             ჩემპიონატის საგზურს. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურს არჩევის საშუალება.

  •  II ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ 12  წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ევროპის

                             ჩემპიონატის საგზურს.

 

 

                     რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან. ტელ: 2-99-77-36,       მობ:  5-58 11-86-83. 

  •                 დირექტორი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი  ზურაბ მიქაძე

                     მთავარი მსაჯი - საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

 

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი - U12
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-04-2016 7:42 PM
  • Tags:
Top