ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონების და პრიზიორების საჭადრაკო შეკრება

   2017 წლის 21 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ქალაქ ქუთაისში  საჭადრაკო შეკრება დაიწყო. შეკრებაზე მონაწილეობას ღებულობენ 2017 წლის საქართველოს 10 და 12 წლამდე ჩემპიონატის I, II და III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

მონაწილე მოჭადრაკეები:

დალბაშვილი ლევანი, კვივკინია თეიმურაზი, ჯიშკარიანი ერეკლე, მაღლაკელიძე ლადო, შაპოვალოვი ვასიკo, ხანთაძე მიხეილი, ლომაია დიანა, წოწონავა ელენე, მაღლაკელიძე რუსუდანი, ტყეშელაშვილი ვერონიკა, სიჭინავა მარიამი, ცირეკიძე ბარბარე.

შეკრებაზე მოწვეული მახათაძე ხატიას ნაცვლად, რომელმაც ვერ მოახერხა მონაწილეობის მიღება, შეკრებაში ჩაერთო ბარბარე ცირეკიძე.

შეკრებაზე მონაწილე მოჭადრაკეები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე რომელიც ოქტომბრის თვეში რუმინეთში გაიმართება.

შეკრებაზე საჭადრაკო მომზადების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: დისციპლინას, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ მომზადებასა და კვებასა.

დღის განრიგი:

- 09:00 სთ. - ფიზიკური ვარჯიში;

- 10:00 სთ. - საუზმე;

- 11:00 სთ. - 14.00 სთ. - საჭადრაკო მეცადინეობა;

- 14:10 სთ. - სადილი;

- 17:00 სთ. - 20.00 სთ. -საჭადრაკო მეცადინეობა;

- 20:10 სთ. - ვახშამი;

- მეცადინეობის გაგრძელება, ბლიც პარტიები;

- 23:00 სთ. - დაძინება.

24 ივლისს მოჭადრაკეების მზადებას დაესწრენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი - გიორგი გიორგაძე, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - ზაზა ლომინაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი.

სტუმრებმა მოჭადრაკეებს რამოდენიმე საჭადრაკო პარტია ეთამაშეს და შემდეგ რჩევა-დარიგებები მისცეს, ბოლოს კი სამახსოვო სურათები გადაიღეს.

ქუაისის პარკ ჰოტელ „იმერში“ საუკეთესო პირობებია შექმნილი საჭადრაკო და ფიზიკური მომზადებისათვის.

შეკრებაზე საჭადრაკო სწავლებას ხელმძღვანელობს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი - ლაშა ჯანჯღავა. მეცადინეობა მიმდინარეობს ბოტვინიკ-კასპაროვის სკოლის მეთოდოლოგიით.

შეკრების ხელმძღვანელია, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ალექსანდრე არსენიძე.

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონების და პრიზიორების საჭადრაკო შეკრება
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-06-2017 7:17 PM
  • Tags:
Top