ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი (U8;10;12)

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
 
 21.11-28.11.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე  
 
1. ორგანიზატორი:  
  - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი: 
  21.11-28.11.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
3. მონაწილენი:  
  ჩატარდება 6 ტურნირი:
    8-წ. (2009 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის 
    8-წ. (2009 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის 
    10-წ. (2007 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის 
    10-წ. (2007 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის 
    12-წ. (2005 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის 
    12-წ. (2005 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის 
  - ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები   
    და გოგონები. მოჭადრაკეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ 
    დაბადების მოწმობის ასლი.
  - სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და 
    საწევრო შესატანები) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით,   
  შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. 
  მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  
  მსაჯთა კოლეგია. 
  თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
5. თაი-ბრეიქი: 
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
   გ) მოგებების რაოდენობით;
   დ) პროგრესი (რეგრესით).    
6. კვალიფიკაცია: რეიტინგიან მოწადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
7. სატურნირო შესატანი: 10 ლარი.
8. ტურნირის განრიგი:
ტური თარიღი დრო
რეგისტრაცია 21 ნოემბერი 1100 – 1800
გახსნა 22 ნოემბერი 15.00
I    ტური 22 ნოემბერი 15.00
II   ტური 23 ნოემბერი 15.00
III    ტური 24 ნოემბერი 15.00
IV    ტური 25 ნოემბერი 15.00
V     ტური 26 ნოემბერი 15.00
VI    ტური 27 ნოემბერი 15.00
VII    ტური და დახურვა 28 ნოემბერი 11.00
 
9. გამარჯვებულები:
   - I  ადგილზე გასული მოჭადრაკეების დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით,   
        დიპლომებით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერებით.
   - II  ადგილზე გასული მოჭადრაკეების დაჯილდოვდებიან მედლებით,   
        დიპლომებით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერებით.
   - III ადგილზე გასული მოჭადრაკეების დაჯილდოვდებიან მედლებით,   
        დიპლომებით და 150 ლარიანი ფასიანი ვაუჩერებით.
10. საერთო წესები:
   - ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
     ჩაეთვლება წაგება.
   - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის  
     გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება 
     გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად 
     საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც 
     პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი 
     განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან               
     15 წუთის განმავლობაში.          
 
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიის ღონისძიებათა კომისიის სამდივნოს: დათო კოდუა – მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com    
 
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 
 
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.   
                       
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი
  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი (U8;10;12)
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-11-2017 8:52 PM
  • Tags:
Top