ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადება

როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, თბილისში იმყოფება ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი.

თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. თავად ფიდეს პრეზიდენტმა ტვიტერზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს:

კირსან ილუმჟინოვის ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის არ მიუწოდებია არც ფიდეს სამდივნოს და არც თავად ფიდეს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ცხადია, კირსან ილუმჟინოვის საქმიანი ვიზიტი არ არის დაკავშირებული  ჭადრაკის პოპულარიზაციასთან  და ჩვენთვის უცნობია, რა მიზანს ისახავს მისი საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა. 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადება
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-07-2017 5:14 PM
  • Tags:
Top