ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სენიორები ჩეხეთში ასპარეზობენ...

ჩეხეთის  ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში მიმდინარეობს რიგით 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა  2 კატეგორიაში ტარდება: +50 წელი და +65 წლის ზემოთ, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.

+65 წ. ქალთა კატეგორიაში 4-დან 3,5 ქულით ლიდერობას ინაწილებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული თამარ ხმიადაშვილი რუსეთის წარმომადგენელ თამარა სოროკინასთან ერთად. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.

+50 წ. ქალთა კატეგორიაში  4-დან 3 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი.

+50წ. ვაჟთა შორის 5-დან 3,5-3,5 ქულით 17-36-ე ადგილებს ინაწილებენ, საერთაშორისო დიდოსტატები: ზურაბ სტურუა და ბიორგი ბაღათუროვი.ტურნირის მესამე ქართველი მონაწილის, ფიდეს ოსტატის  ვარლამ ვეფხვიშვილის აქტივში ჯერჯერობით 2 ქულაა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: სენიორები ჩეხეთში ასპარეზობენ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-11-2016 12:05 PM
  • Tags:
Top