ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სენიორებმა ასპარეზობა დაასრულეს...

ერთპიროვნულად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული: ციალა ქასოშვილმა და გიორგი ხომერიკმა, ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ  სენიორთა პირველობაზე.

ქალთა შორის მოასპარეზე საერთაშორისო ოსტატმა, ციალა ქასოშვილმა 7-დან 6 ქულა დააგროვა და ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ თამარ ხმიადაშვილს. ორივე მათგანმა მოიპოვა ადგილების შესაბამისად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზური.

4,5-4,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს:

III - გიული ალიხანაშვილი

IV  -  მარგალიტა თანდაშვილი

ტექნიკური შედეგები

 

ვაჟთა შორის ბოლო ტურმა გაარკვია ჩემპიონის ვინაობა. ორმა ლიდერმა: მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა და ეროვნულმა ოსტატმა, გივი გოგიჩაიშვილმა ერთმანეთში ფრედ დაასრულეს შეხვედრა, ხოლო გიორგი ხომერიკმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მიხეილ ჭიპაშვილი. ამ გამარჯვებით ხომერიკმა ჩემპიონის ტიტულთან ერთად მსოფლიო პირველობის საგზური მოიპოვა.

ტექნიკური შედეგები

ორივე ჩემპიონატში დაწესებული იყო 1000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი:

    
  I      ადგილი    - 500
 II       ადგილი   - 300
 III      ადგილი   -200

ევროპის ჩემპიონატი სენიორთა შორის  11-21 აგვისტოს გაიმართება ბარსელონაში (ესპანეთი), ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატს იტალიის ექუი ტერმე უმასპინძლებს  6-19 ნოემბერს.

  • სათაური: სენიორებმა ასპარეზობა დაასრულეს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-01-2017 2:32 AM
  • Tags:
Top