ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სენსაცია პირველივე ტურში

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ლეგენდარული ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის თასის ტრადიციული გათამაშება. ასპარეზობა 2 ტურნირად მიმდინარეობს:

  • A ღია ტურნირი   (ფიდეს რეიტინგით  2001 და ზევით, ასვე ფიდეს წოდებიანები)
  • B ღია ტურნირი  (ფიდეს რეიტინგით  2000  და ქვევით, ურეიტინგოები).

 

აღსანიშნავია,რომ წლევანდელი  ‘A  ტურნირი’   განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა. მონაწილეთა შორის არიან : ბაადურ ჯობავა, კირილ გეორგიევი (ბულგარეთი),სერგეი ჟიგალკო (ბელორუსია),ევგენი რომანოვი (რუსეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი), ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები:მაია ლომინეიშვილი და სოფო ხუხაშვილი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნინო ხურციძე, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ნინო ხომერიკი და სხვა.

სულ ასპარეზობაში  მონაწილეობას 9 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი,რუსეთი, უკრაინა,რუსეთი, შოტლანდია,ბულგარეთი,ბრაზილია,სომხეთი) 69 მოჭადრაკე იღებს.

პირველ ტურს სესანციების გარეშე არ ჩაუვლია. სატურნირო რეიტინგ სიით მეოთხე ნომერი, საერთაშორისო  დიდოსტატი კირილ გეორგიევი დაამარცხა დავით ლომსაძემ. ფრედ დაასრულდა: სოფო ხუხაშვილი - ბაადურ ჯობავას და სერგეი ჟიგალკოს შეხვედრა შანტ სარგსიანთან.

 

ტექნიკური შედეგები:

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: სენსაცია პირველივე ტურში
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-04-2016 2:35 AM
  • Tags:
Top