ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სენსაცია პირველივე ტურში!

სენსაციით დაიწყო საქართველს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი. ასპარეზობის მერვედფინალში ყველასათვის მოულოდნელად, ტურნირს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ნიკა კაჭარავამ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, ჩემპიონატის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ლევან ფანცულაია დაამარცხა ანგარიშით 1,5:0,5! ასევე, მოულოდნელი იყო რეიტინგით უმცირესი ბაჩანა მორჩიაშვილის გამარჯვება დავიდ არუთინიანთან. დანარჩენ მატჩებშიკი რეიტინგ-ფავორიტებმა იმარჯვეს: მჭედლიშვილა ახვლედიანი დაამარცხა; პაიჭაძემ თუთისანი;ჯოჯუამ პეტრიაშვილი და ყუფარაძემ ბენიძე.

პირველი წრე:

ნიკოლოზ  კაჭარავა (2302) 1,5:0,5 ლევან ფანცულაია (2605)

მიხეილ მჭედლიშვილი (2602) 1,5:0,5 ირაკლი ახვლედიანი (2334)

ნოე  თუთისანი    (2367)   0,5:1,5 ლუკა პაიჭაძე (2588)

დავით ჯოჯუა   (2586)  2 : 0 ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2371)

ბაჩანა მორჩიაშვილი (2384) 1,5:0,5 დავიდ არუთინიანი (2545)

თორნიკე სანიკიძე (2525)  1 : 1 გიორგი სიბაშვილი (2392)

ირაკლი ბერაძე       (2465)  1 : 1  დავით მაღალაშვილი (2506)

დავით  ბენიძე        (2501)  0,5 : 1,5 გიგა ყუფარაძე (2499)

ამრიგად, მეოთხედფინალის 6 მონაწილე  ცნობილია და ხვალინდელი ტაი-ბრეიქი გაარკვევს დანარჩენი 2 მეოთხედფინალისტის ვინაობას.

მეორე ეტაპზე  ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:კაჭარავა - ყუფარაძე; ჯოჯუა - მორჩიაშვილი; მჭედლიშვილი - (ბერაძე-მაღალაშვილს შორის გამარჯვებული); პაიჭაძე - (სანიკიძე-სიბაშვილს შორის გამარჯვებული).

 

დებულება

ფოტოგალერეა

შეხვედრათა  ბადე

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: სენსაცია პირველივე ტურში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-01-2018 12:28 AM
  • Tags:
Top