ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სოუმ, კარლსენი დაჩაგრა!

უესლი სოუს, დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი.ფესტივალის  მთავარი ტურნირის გამარჯვებულმა 13-დან 9 ქულა დააგროვა და მთელი ქულით გაუსწრო მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს!

დასკვნით ტურში, სოუმ მინიატურულ სტილში დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი იან ნეპომნიაში.

12...კB7! (ეფექტური სვლა, მთავარი განვითარებაა! თუ თეთრები უარს იტყვიან შავების 'შხამიან' საჩუქარზე, შავები მეორე კუსაც განავითარებენ და როქის შემდეგ გადამწყვეტ ინიციატივასაც დაეუფლებიან) 13.ლ:B7 ლA1+ 14.მB1 ეB8 და თეთრები იძულებულნი არიან დათმონ ლაზიერი, რასაც  26-ე სვლაზე პარტიის დათმობა მოჰყვა.

 

სატურნირო მდგომარეობა :

1. სო (აშშ) - 9 ქულა

2.კარლსენი (ნორვეგია) - 8 ქულა

3-5.ახდიბანი (ინდოეთი), ვეი ი (ჩინეთი),არონიანი (სომხეთი) -7,5 ქულა;

6-7. ელიანოვი (უკრაინა), კარიაკინი (რუსეთი)- 7 ქულა;

8. გირი (ჰოლანდია) – 6,5 ქულა;

9-11. ჰარიკრიშნა, ვოიტაშეკი,ანდრეიკინი - 6 ქულა; 

12. ნეპომნიაში - 5 ქულა; 

13. რაპორტი - 4,5 ქულა; 

14. ვან ველი - 3,5 ქულა.

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: სოუმ, კარლსენი დაჩაგრა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-01-2017 6:07 PM
  • Tags:
Top