ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სტუმრები დიდაჭარიდან...

10 და 11 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საჭადრაკო ტურნირი ,,ჩაო".რომელშიც სასახლის მოსწავლეებთან ერთად,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჭადრაკო კლუბ ,,ნონა"-ს წარმომადგენლებმა იასპარეზეს. მონაწილეთა ასაკი: 8-დან 12 წლამდე განისაზღვრა. ტურნირის ორგანიზატორები გახლდნენ: სასახლის ჭადრაკის სკოლა და ბათუმის სასტუმრო ,,ჩაო"
დიდაჭარა საქართველოში ყველაზე საჭადრაკო სოფელია, რაც  პედაგოგ მიხეილ ბოცვაძის დამსახურებაა, რომელიც სოფელში გასული საუკუნის ოციან წლებში მუშაობდა.

პირველი საჭადრაკო კლუბი დიდაჭარაში

მიხეილ ბოცვაძე

ტურნირში მისი სახელობითი პრიზიც გათამაშდა.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიას მიხეილ ბოცვაძის შთამომავლები დაესწრნენ და გამარჯვებულს მათი ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი გადაეც.
ტურნირის დახურვის  შემდეგ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჭადრაკო კლუბ ,,ნონას" წარმომადგენლებმა  ჭადრაკის სასახლეში გადაინაცვლე სადაც მათ ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა და  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ მიქაძემ  უმასპინძლა.

  • სათაური: სტუმრები დიდაჭარიდან...
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-12-2016 8:40 PM
  • Tags:
Top