ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სხვაობა გაზარდა...

მნიშვნელოვნად გაზარდა სხვაობა უახლოეს მდევარ სალომე მელიასთან - ქალთა ჩემპიონატის ლიდერმა, ლელა ჯავახიშვილმა. ფინიშამდე 2 ტურით ადრე ლელას აქტივში 7 ქულაა და  'მთელი' 1,5  ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ მელიას. III - VI ადგილებს 5 ქულით ინაწილებენ: სოფიკო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მაია ლომინეიშვილი და ნინო ხურციძე.

 

პარტიები ანალიზით

ტექნიკური შედეგები

დებულება

ფოტოგალერეა

 

საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას მიმოხილვა:

 

ჯავახიშვილი–გავაშელი

გათამაშდა ვოლგის გამბიტი, სადაც შავებმა ვერ მიიღეს სათანადო კომპენსაცია პაიკში და ლელამ დამაჯერებლად, ყოველგვარი გართულებების გარეშე მიაღწია გამარჯვებას.

 

ხოტენაშვილი–ვახანია

შავებმა დებიუტში დაალაგეს ე.წ. „ქვის კედელი“. პარტია დებიუტიდან მაშინვე გადავიდა ენდშპილში, სადაც თავი იჩინა შავების პოზიციაში გაჩენილმა სისუსტეებმა. შემდგომ ბელამ მოიგო პაიკი და საკმაოდ ადვილად მოახერხა მისი რეალიზებაც.

 

მიქაძე–ლომინეიშვილი 

 თეთრებმა დებიუტი პასიურად გაითამაშეს და საშუალება მისცენ შავებს პოზიცია უპრობლემოდ გაეთანაბრებინათ. შემდგომ მაიამ კარგად გამოიყენა კუს უპირატესობა და დროულად და სწორად გახსნა ცენტრში პოზიცია. მირანდამ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ენდშპილში მალევე დამარცხდა.

 

ხურციძე–გვეტაძე

გათამაშდა ბენონის დაცვა, სადაც თეთრები დებიუტიდან ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა შავების პოზიციას სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდა, სანამ არ გაცვალეს d6 პაიკი a4 პაიკში, რის შემდეგაც შავების პოზიცია დაუცველი გახდა.

 

მელია–არაბიძე

გათამაშდა ესპანური პარტია, სადაც ორმხრივი დინამიური ბრძოლა მიმდინარეობდა. სალომემ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ითამაშა 26cb, რითაც მოაცილა დამცველი პაიკი, თავის ცენტრალურ d5 პაიკს, რომელიც შემდგომში დაიკარგა კიდეც. მერის შეეძლო რამოდენიმე სვლით ადრეც აეყვანა d5 პაიკი და სალომესთვის არ მიეცა გარკვეული შანსებიპოზიციის გამოსწორების, თუმცა სალომემ ეს შანსები ვერ გამოიყენა. ზედმეტი პაიკის რეალიზაციის პროცესი მერიმ ზუსტად ჩაატარა.

 

 

ხუხაშვილი–ხომერიკი

გამოვიდა ძველინდური დაცვა, სადაც როგორც წესი ძალიან რთული თამაშია ხოლმე. გამონაკლისი არც ეს პარტი იყო. ამ დებიუტში შავების თამაში მეფის ფლანგზეა, ხოლო თეთრების ლაზიერის. აქ პირიქით მოხდა. შავები სერიოზულ ინიციატივას დაეუფლნენ ლაზიერის ფლანგზე. ნინომ შეცდომა დაუშვა როცა ითამაშა 29...ეd4,  რითაც საშუალება მისცა სოფიკოს მიეღო კონტრთამაში მეფის ფლაგზე. რაც მუდმივი ქიშისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

  • სათაური: სხვაობა გაზარდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-04-2016 3:06 PM
  • Tags:
Top