ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ტურნირი აუტსაიდერის გარეშე...

პირველად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს  ვაჟთა ჩემპიონატი წრიული სისტემით მიმდინარეობს.  ტურნირი ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკებითაა დაკომპლექტებული, არ მონაწილეობს მხოლოდ ბაადურ ჯობავა. აღსანიშნავია, რომ გარდა პერსონალურად მოწვეული მოჭადრაკეებისა პირველი ლიგიდანაც ძლიერი შემადგენლობა შეირჩა და შეჯიბრში პრაქტიკულად არ არსებობს  აუტსაიდერი.აქედან გამომდინარე ნებისმიერ პარტიაში ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს.  9 ტური საკმაოდ მოკლედ დისტანციაა და თითოეულ  ქულას ‘ოქროს ფასი’ აქვს, რაც უშეღავათო ბრძოლის გარანტია.

საინტერესოდ და უკომპრომისოდ წარიმართა პირველი ტური.

მიხეილ მჭედლიშვილისა და კოკა შანავას შეხვედრაში, შავებმა ექსპერიმენტალური დებიუტი აირჩიეს, რომელმაც ამ შემთხვევაში დიდად ვერ გაამართლა.  თეთრებმა დებიუტშივე საინტერესოდ შესწირეს ფიგურა და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღეს. თუმცა, რეალიზაცია  გაუგრძელდათ.

გაგუნაშვილი - ბერაძესთან  მწვავე ბრძოლა იყო. ორივე მეტოქე ცდილობდა მაქსიმალური სარგებელის პოვნას. ობიექტურად შეხვედრა  ყაიმით უნდა დასრულებულიყო.   თამაშის ბოლოს გაგუნაშვილი უხეშად შეცდა, რაც მისმა ახალგაზრდა მეტოქემ შესანიშნავად გამოიყენა.

ლუკა პაიჭაძის და  საქართველოს  მოქმედი ჩემპიონის, დავით ჯოჯუას პარტიაში, შავებს პერსპექტიული პოზიცია ქონდათ, დებიუტიდან დაწყებული, მიტელშპილის ჩათვლით. მაგრამ, შემდეგ არასწორი გაგრძელება აირჩიეს და პოზიციაც უმართავი გახდა. ირაციონალურ პოზიციაში  თეთრებმა  უფრო ზუსტად ითამაშეს და  მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ლევან ფანცულაია - გიგა ყუფარაძის და დავიდ არუთინიანი - თორნიკე სანიკიძის შეხვედრაში  სათამაშო პოზიციებიდან  გამომდინარე ობიექტური შედეგი ფრე დაფიქსირდა.

 

 მეორე ტური, ხვალ 22 იანვარს გაიმართება და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

თორნიკე სანიკიძე -  კოკა შანავა

ირაკლი ბერაძე - მიხეილ მჭედლიშვილი

გიგა ყუფარაძე - მერაბ გაგუნაშვილი

დავით ჯოჯუა - ლევან ფანცულაია

დავიდ არუთინიანი - ლუკა პაიჭაძე.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ტურნირი აუტსაიდერის გარეშე...
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-01-2017 12:57 AM
  • Tags:
Top