ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ფავორიტების დაპირისპირება პირველივე ტურში შედგა...

თბილისის ჭადრაკის სასახლეშ სტარტი აიღო საქართველოს საკლუბო ჩემპიონატმა.

ასპარეზობაში ქვეყნის სხვადახვა რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებული გუნდი მიიღებს 15 000 ლარს, მეორე ადგილზე  გასული 10 000 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 5 000 ლარს. 

ჩემპიონატში მონაწილე  გუნდების შემადგენლობაში  6 მოჭადრაკეა: I-IV დაფა-ვაჟები, V-VI დაფა  ქალები.

ჩემპიონატის ფავორიტებად მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ‘ნონა’, რუსთავის ‘რუსთავი’ და თბილისის ‘თბილისი’ მოიაზრებიან.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის პირველივე ტურში ერთმანეთს უპირობო ფავორიტები: ‘ნონა’ და ‘რუსთავი’ დაუპირისპირდნენ.მატჩი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა და საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით ბათუმელებმა გაიმარჯვეს.

პირველი ტურის სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს თბილისის ‘თბილისის’ ფრე ახალგაზრდულ კლუბ ‘მოაზროვნე თაობასთან’. ხოლო,ტურის დანარჩენ შეხვერებში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა:

რაჭა ‘აბროლაური’ 1,5:4,5 იმერეთის ‘ქუთაისი’

სამეგრელო ‘სამეგრელო’ 2 : 4 კახეთი ‘კახეთი’.

მომდევნო, მეორე ტურში ყურადღების ცენტრში თბილისის ‘თბილისის’ და ბათუმის ‘ნონას’ დაპირისპირება იქნება.

დებულება

პირდაპირი ჩვენება

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ფავორიტების დაპირისპირება პირველივე ტურში შედგა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-11-2017 2:53 AM
  • Tags:
Top