ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ფანცულაიამ, კარლსენი დაამარცხა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს ბრწყინვალედ იასპარეზა!

ლევანმა  მეორე ტურში სწრაფ ჭადრაკში, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე,მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდსა და ბლიცში, მაგნუს კარლსენი დაამარცხა! თუმცა,არც დანარჩენ პარტიებში ჰყოლია იოლი მეტოქეები.მის მსხვერლპთა შორის არიან:უძლიერესი რუსი დიდოსტატები: დმიტრი იაკოვენკო და ვლადისლავ არტემიევი.

ფანცულაია-კარლსენი

46. ლ:G7+! და მრისხანე მეტოქე დამარცხებულია!!!

პირველ სათამაშო დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე რაპიდში 5 ტური გაიმართა და მაქიმალური შედეგით  ანტონ კორობოვი (უკრაინა)ლიდერობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს  ლევონ არონიანს(სომხეთი),ხოლომესამე ადგილზე 4 ქულით ლევან ფანცულაია იმყოფება.

ბაადურ ჯობავამ 3 ქულა დააგროვა,გიგა  ყუფარაძემ - 2,ხოლო მიხეილ მჭედლიშვილის  აქტივში ჯერჯერობით 1,5 ქულაა.

ქალთა ასპარეზობაზე 4 ტური გაიმართა და ქულათა მაქსიმუმით ანა მუზიჩუკი ლიდერობს(უკრაინა). 2,5-2,5 ქულა აქვთ ნინობაციაშვილს და ლელაჯავახიშვილს. ნანა ძაგნიძეს-2ქულა,სოფოგვეტაძეს-1,5ქულა. თუმცა,აღსანიშნავია გვეტაძის მიერ პირველივე ტურში რაპიდში მსოფლიოში  ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკის ვალენტინა გუნინას დამარცხება! 1 ქულა დააგროვა  მაკა ფურცელაძემდა 0,5 ქ ულა  აქვს მერი არაბიძეს.

 

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

სათამაშო დღეები:

26 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის  (რაპიდი) პირველი დღე

27 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის  (რაპიდი) მეორე დღე

28 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის  (რაპიდი) მესამე  დღე

29  დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) პირველი დღე

29  დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) მეორე დღე

 

პარტიების პირდაპირი  ჩვენება - 16:00 თბილისის  დროით

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ფანცულაიამ, კარლსენი დაამარცხა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-12-2016 12:53 PM
  • Tags:
Top