
წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ, ფილიპინებში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში ‘PUREGOLDINTERNATIONAL CHESS CHALLENGE’. ქართველი დიდოსტატი 9-დან 6,5 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. ხოლო, პირველობა 7 ქულით ჩინელმა დიდოსტატმა ვანგ ჰაომ დაისაკუთრა.
შეჯიბრში კიდევ 2 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა. მერაბ გაგუნაშვილმა, 6 ქულით III-V ადგილი გაინაწილა, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა 5,5 ქულით VI-IX ადგილი.

- სათაური: ფილიპინებში დასრულდა...
- ავტორი:
- თარიღი: 23-12-2016 3:46 PM
- Tags: