
ნახევარფინალური მატჩების მეორე ტურმა მშვიდობიან ’რეჟიმში’ ჩაიარა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამრიგად, ორივე მატჩი ანგარიშით 1,5:0,5 დასრულდა. ფინალში ერთმანეთს საქართველოს არაერთგზის ჩემპიონები: მიხეილ მჭედლიშვილი და დავით ჯოჯუა დაუპირისპირდებიან.
მესამე ადგილის და ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატის საგზურის ბედი თორნიკე სანიკიძის და გიგა ყუფარაძის შეხვედრაში გაირკვევა.

- სათაური: ფინალისტების ვინაობა გაირკვა!
- ავტორი:
- თარიღი: 23-01-2018 8:40 PM
- Tags: