ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ფინალისტები გამოვლინდენ!

დაძაბულ  რეჟიმში მიმდინარეობდა  ბრძოლა მსოფლიოს  თასის ფინალის საგზურებისათვის. შედარებით მშვიდი მინი-მატჩების შემდეგ გადამწყვეტი  ტაი-ბრეიქი ემოციურად საკმაოდ დატვირთული გამოდგა.

დინ ლიჟენი (ჩინეთი; 2771) - უესლი სო (აშშ;2792)

სათამაშო დღის დასაწყისი...

დინ ლიჟენი თავის მწვრთნელ სიუ ცზიუსთან ერთად პარტიების დროს შესვენებისას  ჯიუტად არ ტოვებს  სათამაშო დარბაზს. მუდმივი მზადყოფნა - ჩინელი მოჭადრაკის დევიზი ტურნირის განმავლობაში, რომელმაც აშკარად გაამართლა!

25- წუთიანი  პარტიებისგან შემდგარი მატჩი  სოს და ლირენს შორის ორი ყაიმით დასრულდა, ხოლო 10 -წუთიანი მატჩის პირველივე პარტიაში ჩინელმა მოჭადრაკემ დამაჯერებლად გაიმარჯვა, მეორე კი ფრედ დაასრულა და ფინალის სანუკვარი საგზურიც მოიპოვა.  

წარმოშობით ფილიპინელი, ამჟამად ამერიკელი დიდოსტატი უესლი სო.

აუღელვებელმა დინმა ფინალამდე დაამარცხა:მუჰამედ ჰადუჩი, მარტინ კრავცივი, ს.ვიდიტი, ვანგ ჰაო, რიხარდ რაპორტი,უესლი სო.

 

გაცილებით დრამატულად მიმდინარეობდა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის (საფრანგეთი;2804) და   ​ლევონ არონიანის (სომხეთი;2802) დაპირისპირება.

დასაწყისში ორივე თავაზიანი იყო...

ესეც უშუალოდ პირველი სვლის  წინ...

არონიანმა ტაი-ბრეიქის პირველივე 25-წუთიანი პარტია წააგო, მაგრამ  მეორე პარტიაში მოახერხა სრული მობილიზაცია და გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.

ამ პარტიის შემდეგ ფორტუნა აშკარად  მისკენ გადაიხარა.

შემდეგი 2 მატჩი: 10წუთიანი და 5წუთიანი პარტიები ფრედ დასრულდა.  საბოლოოდ ჯერი ‘არმაგედონზე’ მიდგა. კენჭისყრის შედეგად ფერის არჩევის უფლება ვაშიე ლაგრავმა მოიპოვა

და რასაკვირველია შავი აირჩია.

ვინაიდან პარტიის ყაიმით დასრულების შემთხვევაში შავებით მოთამაშეს ფინალისკენ გზა ეხსნება. ურთულეს, დაძაბულ ბრძოლაში უფრო მყარი ნერვული სისტემა არონიანს აღმოაჩნდა და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

ფინალამდე არონიანი მსხვერპლნი გახდნენ: დანიელ კავდერი,ჰოუ იფანი,მაქსიმ მატლაკოვი,დანიილ დუბოვი, ვასილი ივანჩუკი და ვაშიე-ლაგრავი.

ამრიგად, მსოფლიო თასის ფინალში დღეის მონაცემებით, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეორე ნომერი​ ლევონ არონიანი (სომხეთი;2802)  და მეთერთმეტე  დინ ლირენი (ჩინეთი; 2771) იასპარეზებენ.

აღსანიშნავია, რომ არონიანი ერთხელ უკვე (2005) წელს ფლობდა მსოფლიო თასს.

 

მსოფლიო თასის გათამაშების ნახევარფინალში დამარცხებული  50 000$ დაიმშვიდებს თავს, ხოლო  ფინალში გასული: დამარცხებული - 80 000$,   ხოლო გამარჯვებული - 120 000$ დაჯილდოვდება.

გარდა ამისა  ფინალში გასულმა  მონაწილეებმა  პრეტენდენტთა  ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს.

ფინალური მატჩი რომელიც 4 კლასიკური პარტიისგან შედგება სტარტს 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო ‘ბილტმორში’ აიღებს.

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: ფინალისტები გამოვლინდენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-09-2017 1:52 AM
  • Tags:
Top