ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე

 

ერთპიროვნულად დაწინაურდა რიგაში  მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატის გათამაშებაზე ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე.

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე ნანა ნახევარი ქული უსწრებს უახლოეს მდევარ, ალექსანდრა გორიაჩკინას და ძალიან დიდი შანსი აქვს გახდეს პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ქალი. აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველი ქალებიდან არავინ ყოფილა კონტინენტის ჩემპიონი.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველიმოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ:

ვერცხლი - სალომე მელია (2013წელი); ნინო ბაციაშვილი (2015 წელი)

ბრინჯაო - მაია ჩიბურდანიძე (2000 წელი); ქეთევან არახამია-გრანტი (2001წელი); სალომე მელია (2014წელი)

გდამწყვეტ, მე-11 ტურში, ძაგნიძე შავი ფერებით რუსეთის ნაკრების წევრ ნატალია პოგონინას დაუპირისპირდება, ხოლო მისი კონკურენტი გორიაჩკინა გერმანელ დიდოსტატ ელიზაბეტ პეტცს.

 შეგახსნებთ დასკვნითი ტური თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

 

მეათე ტურის  ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე (2528) 1 : 0 მონიკა სოსკო(პოლონეთი, 2462)

ლაურა უნუკი(სლოვენია,2275) ½:½  ბელა ხოტენაშვილი(2445)

ნინო ბაციაშვილი (2496) 0 : 1დარია პუსტოვოიტოვა(რუსეთი, 2411)

გულნარა მამaდოვა(აზერბაიჯანი, 2357) ½:½ ლელა ჯავახიშვილი(2456)

ალმირა სკრიპჩენკო(საფრანგეთი,2420)0:1 სოფო გვეტაძე(2292)

სალომე მელია 1:0 ანასტასია ტრავკინა(რუსეთი,2287)

რუიზ მონიკა კალზეტა(ესპანეთი,2257) 0:1 მერი არაბიძე(2373)

ნინო ხომერიკი(2308)1:0 მარია გევორგიანი(სომხეთი, 2227)

 

მე-11 ტურის შეხვედრები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე-ნატალია პოგონინა(რუსეთი, 2478)

ხოტენაშვილი-ვალენტინა გოლუბენკო(ხორვატია,2271)

ჯავახიშვილი- სოფია მილიეტი( საფრანგეთი, 2352)

არაბიძე - ლილიტ მკტრჩიანი(სომხეთი, 2425)

გვეტაძე - ირინა ბულმაგა(რუმინეთი, 2394)

ვაილა სიდონია ვაზარნე(უნგრეთი, 2355) - მელია

კარინა ამბარცუმოვა (რუსეთი, 2282) - ბაციაშვილი

ეკატერინა ატალიკი(თურქეთი, 2429)-ხომერიკი

 

ქართველ მონაწილეთა სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ:

I  ადგილი- ნანა    ძაგნიძე (2528) – 8 ქულა;

16.ბელა ხოტენაშვილი (2445) – 6,5 ქულა;

27. ლელა ჯავახიშვილი (2456) -6 ქულა;

32.მერი არაბიძე       (2373) -  6 ქულა;

39.სალომე მელია     (2400) –6 ქულა;

45.სოფიო გვეტაძე    (2292) - 6 ქულა;

50.ნინო   ბაციაშვილი (2496)- 5,5 ქულა;

61.ნინო ხომერიკი    (2308)  - 5,5 ქულა;

 

ტექნიკური  შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით- ‘ვიდეო’

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ფინიშამდე ერთი ტურით ადრე
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-04-2017 1:49 AM
  • Tags:
Top