ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართველი დიდოსტატის მორიგი წარმატება!

 

დაძაბულ ბრძოლაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ სლოვაკეთში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე! თბილისელმა დიდოსტატმა   ბოლო 3 ტურში უძლიერეს  მოჭადრაკეებთან პაექრობაში  2,5 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ოქროს მედალი კი ზედიზედ მესამედ ვალენტინა გუნინამ (რუსეთი) მოიპოვა. მესამე ადგილზე მსოფლიოს ექსჩემპიონი  ანა უშენინა (უკრაინა) გავიდა.ჩემპიონატზე ასევე გათამაშდა  ქალთა მსოფლიო პირველობის საგზურები. ძაგნიძის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება საქართველოს  ქალთა ნაკრების წევრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ძაგნიძემ  ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად საკუთარ რეიტინგს 11,70 ქულა შემატა და მსოფლიოს ტოპ-ათეულშიც დაბრუნდა.

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

მე-12 ადგილი  ლელა ჯავახიშვილი    (2467) – 7,5 ქულა -   +4,0 სარეიტინგო ქულის მატება;

22-ე ადგილი - მერი არაბიძე            (2393) – 7 ქულა  -     +4,20 სარეიტინგო ქულის მატება;

29-ე   ადგილი- ბელა ხოტენაშვილი(2484)  –6,5   ქულა  -  -11,70 სარეიტინგო ქულის დანაკლისი;

36-ე ადგილი - ნინო ბაციაშვილი     (2521)  - 6,5  ქულა -   -17,50 სარეიტინგო ქულის დანაკლისი;

64-ე ადგილი  მირანდა მიქაძე         (2216) – 6  ქულა    -   +39,20 სარეიტინგო ქულის მატება;;

103-ე  ადგილი სალომე მელია        (2411)  - 4,5  ქულა -  -16,40  სარეიტინგო ქულის დანაკლისი;

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ქართველი დიდოსტატის მორიგი წარმატება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-04-2018 2:52 AM
  • Tags:
Top