
კოსოვოს ქალაქ გიაკოვოში სტარტი აიღო ევროპის რიგით მე-17 პირველობამ ვაჟთა შორის.
ჩემპიონატში 39 ქვეყნის 245 მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 120 000 ევროს შეადგენს. პირველი ტური 12 მაისს გაიმართება ადგილობრივი დროით 15:30 წუთზე.ხოლო, დასკვნითი მე-11 - 23 მაისს. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტები არიან დავიდ ნავარა (2735, ჩეხეთი), რადოსლავ ვოიტაშეკი (2722, პოლონეთი), ნიკიტა ვიტიუგოვი (2721, რუსეთი).
ჩვენი ქვეყნის ღირსებას ასპარეზობაზე 5 დიდოსტატი დაიცავს:
ბაადურ ჯობავა (2661), ლევან ფანცულაია (2613), მერაბ გაგუნაშვილი (2569), ზურაბ სტურუა (2548) და თორნიკე სანიკიძე (2537).
პირველივე ტურში ხუთივე ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება იზეიმა.
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

- სათაური: ქართველი ვაჟები ევროპირველობაზე გაემგზავრნენ...
- ავტორი:
- თარიღი: 13-05-2016 1:11 AM
- Tags: