ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართველი მოზარდები ლიდერთა შორის არიან!

რუმინეთის მამაიაში სტარტი აიღო ევროპის  ახალგაზრდულმა პირველობამ. ჩემპიონატი 12 ტურნირად ჩატარდება შემდეგ  ასაკობრივ კატეგორიებში (გოგონები;ჭაბუკები) U08;U10;U12;U14;U16;U18.

საქართველოს სახელით ტურნირზე ასპარეზობენ:

8 წლამდე - გიორგი გიორგაძე, ლუკა კილაძე, ანასტასია კირთაძე, მარიამ ჩეჩელაშვილი.

10 წლამდე - ლადო მაღლაკელიძე,დავით ნემსაძე, ვასიკო შაპოვალოვი, ალექსანდრე ყორღანაშვილი, მიხეილ ხანთაძე, დავით გოცირიძე,  ხატია მახათაძე, ვერონიკა ტყეშელაშვილი,მარიამ სიჭინავა, მარიამ გვათუა.

12 წლამდე - თეიმურაზ კვიკვინია, ლევან დალბაშვილი, დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, რუსუდან მაღლაკელიძე.

14 წლამდე - შოთა ხოდაშნელი, თამარ ესაძე, ეკატერინე ფიფია, ნია დონღვანი.

16 წლამდე - ლუკა ობოლაძე, ნიკა ხვადაგიანი, მაია ბეჭვაია.

18 წლამდე - ირაკლი ახვლედიანი, მარიამ ჯანიაშვილი.

 2 ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკეებიდან  დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ და ლიდერთა შორის არიან: ლუკა კილაძე (8), ანასტასია კირთაძე (8), მარიამ სიჭინავა (10), დიანა ლომაია (12), თეიმურაზ კვიკვინია (12) და ირაკლი ახვლედიანი (18).

 

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება

 

  • სათაური: ქართველი მოზარდები ლიდერთა შორის არიან!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-09-2017 2:49 PM
  • Tags:
Top