ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართველი სენიორები, ერევნიდან უხვი ნადავლით დაგვიბრუნდნენ!

ქართველი სენიორების სრული  ტრიუმფით დასრულდა სომხეთის დედაქალაქში  გამართული ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატი (50+ ; 65+).

ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ სტურუამ (2545)!  მან,  9-დან 7ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო  უშუალო კონკურენტებს.  6,5 ქულით II-IV  ადგილები  გინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დაეპატრონა გიორგი ბაუროვი (2393).   ამავე ასაკის ქალბატონებს შორის 5 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა საერთაშორისო ოსტატმა   ციალა ქასოშვილმა.

დანარჩენი ქართველი მონაწილეების შედეგები: 32. გიორგი ქიტესაშვილი (1814) – 3.5; 35. ნინო მელაშვილი (2140) – 3.0; 41. თამარ ჭანტურია (1626) – 2.0;

ტექნიკური შედეგები

 

65+ ასაკის მოჭადრაკე მანდილოსნებს შორის პირველობა არავის დაუთმო და მორიგი ჩემპიონის ტიუტლი მოიპოვა ნონა გაფრინდაშვილმა. მის ანგარიშზე 9-დან 6 ქულაა, გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა და ქალთა შორის მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა საერთაშისო დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი.

ტექნიკური შედეგები

 

  • სათაური: ქართველი სენიორები, ერევნიდან უხვი ნადავლით დაგვიბრუნდნენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-06-2016 10:47 PM
  • Tags:
Top