ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქუთაისელი ბავშვების წარმატება პირველ 'ონლაინ' ჩემპიონატზე

16  ნოემბერს  პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართა  კონტინენტის ონლაინ  ჩემპიონატი სკოლებს შორის 11   წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მონაწილეობდა.

 ჩემპიონატში საქართველოს  ღირსებას ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური #41 სკოლის გუნდი იცავდა. ნორჩი მოჭადრაკეები თანატოლებს სკოლის კომპიუტერული კლასიდან შეეჯიბრნენ.

გუნდის შემადგენლობა;ლადო მაღლაკელიძე, ნიკოლოზ გაბრიაძე,ნინო გაბუნია და მართა უშხვანი;გუნდის მწვრთნელი ალექსანდრე არსენიძე.

ქუთაისელმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა დაძაბულ ბრძოლაში V-VI ადგილები გაინაწილეს.

ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ  ჩემპიონატის მსვლელობას თვალს ადევნებდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: გენადი მარგველაშვილი, გიორგი მოსიძე და ლევან კობერიძე.

იხილე ვიდეო

 

 
  • სათაური: ქუთაისელი ბავშვების წარმატება პირველ 'ონლაინ' ჩემპიონატზე
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-11-2017 1:09 PM
  • Tags:
Top