ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქუთაისში, ტრადიციული სამოყვარულო ტურნირი გაიმართა...

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია იყო. შეჯიბრი სამ კატეგორიაში მიმდინარეობდა: მოყვარულ მამაკაცთა შორის, მოყვარულ ქალთა შორის და მოყვარულ "პროფესიონალთა" შორის. მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ადამიანმა. მათ შორის იყვნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - ზაზა ლომინაძე, . შეჯიბრება 9 ტურად გაიმართა.

მოყვარულებს შორის პირველ ადგილზე გოჩა დვალიშვილი გავიდა. მეორე ადგილზე შოთა მურღულია,მესამეზე გენადი მარგველაშვილი.

პროფესიონალებს შორის პირველი ადგილი გიორგი სერჟანოვს ერგო, მეორე  ელგუჯა მორჩაძე, მესამე კი  თამაზ სვანიძეს.

ქალებს შორის პირველ ადგილზე  მაკა ლონდარიძე გავიდა, მეორეზე ანა მარდალეიშვილი, მესამეზე კი ია ამბროლაძე.

პირველ ადგილზე გასულები ტელევიზორებით დააჯილდოვეს მეორე და მესამეზე გასულები კი მობილური ტელეფონებით. ქუთაისის მერმა კუთვნილი საჩუქარი მეოთხე ადგილზე გასულ გულივერ ქარქაშაძეს გადასცა.

ასევე, სპეციალური პრიზები, კომბინაციური თამაშისთვის - დავით დათიაშვილს,, საორგანიზაციო საკითხებში გაწეული დახმარებისთვის ზურაბ ხურციძეს  და ყველაზე ასაკოვან ქალბატონს ჯულიეტა ბედიაშვილს გადაეცათ.

 

ფოტოგალერეა

 
  • სათაური: ქუთაისში, ტრადიციული სამოყვარულო ტურნირი გაიმართა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-07-2017 12:19 PM
  • Tags:
Top